მამუკა ხაზარაძე – ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!

563 წაკითხვა

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას მამუკა ხაზარაძე საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, არც ერთი კოლაბორაციონისტი თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალით უნდა კონტროლდებოდეს.

„ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები. ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას კანონით გაფორმება სჭირდება. არც ერთი კოლაბორაციონისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე, ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ipn

Next Post

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ამ ძალებისგან ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი - ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად

პარ აგვ 5 , 2022
563 წაკითხვავიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივას. კობახიძის განცხადებით, მათგან, ვინც სავიზო რეჟიმის შემოღებას უჭერენ მხარს, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. „ქართული ოცნების“ ლიდერი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად […]