დიმიტრი პესკოვი – დასავლეთთან მივედით სადგურზე, რომელსაც “კონფრონტაცია” ჰქვია – უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში

244 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ კონფრონტაციის წერტილს მიაღწია და მათ ამ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

„ჩვენ უკვე მივედით სადგურზე, რომელსაც “კონფრონტაცია” ჰქვია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, უნდა ვიყოთ ძლიერები და გვქონდეს უსაფრთხოების ხარისხი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში“, – აღნიშნა პესკოვმა.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, დასავლეთის ქვეყნებს “არ მოსწონთ და ნამდვილად არ სურთ მოსწონდეთ რუსეთი”.

 

Next Post

გიორგი ვაშაძე - ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ - ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან, ნატო-სთან ერთად და პროვინციალიზებული საქართველო, რომელიც პირისპირ არის დარჩენილი რუსეთთან

კვი დეკ 11 , 2022
244 წაკითხვა„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე ორი არჩევანია – ან ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, ან პროვინციალიზებული საქართველო. როგორც ვაშაძემ ზუგდიდში, ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა. „საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ორი იდეა ებრძვის დღეს საქართველოში ერთმანეთს – ეს არის ძლიერი, ამბიციური […]