“გირჩი”-ს რელიგიურმა ორგანიზაციამ შესაძლოა ფუნქცია დაკარგოს

168 წაკითხვა

ზურაბ ჯაფარიძის თანაავტორობით შექმნილმა ე.წ-მა რელიგიურმა ორგანიზაციამ შესაძლოა ფუნქცია დაკარგოს, რადგან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უნდა აღმოიფხვრას ის საკანონმდებლო ხარვეზი, რაც რეგლიური ორგანიზაციის წევრს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებს.

“ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს. ეს იყო ე.წ. აი ეს მავნებლური, „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც. გეტყვით, როგორ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რაც გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი და ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების არსებობის შესაძლებლობებს.

„აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია ამ მთავრობის სხდომაზე მისი გვარის ხსენება, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვქვს ჩვენ ასევე საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობასო. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს? ასე რომ ეს საკითხი მოგვარებულია,“- აღნიშნა პრემიერმა.

Next Post

ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის

ორშ დეკ 12 , 2022
168 წაკითხვასავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს: “შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებასაც მოიცავს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი ექნება და მიენიჭება რიგითის წოდება. ამასთანავე, 23 წლამდე ასაკის სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ სამხედრო სამსახური სტუდენტობის დროს […]