პარადოქსია, მაგრამ ზელენსკის განცხადების შემდეგ, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტად “არ გაუშვებს” სააკაშვილს

89 წაკითხვა

ნიკა გვარამია ციხიდან ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით:

“პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არის მსოფლიოს მორალური ლიდერი. თუ ვინმეს შეიძლება ანტი-პუტინი ერქვას, ეს სწორედ ზელენსკია. მეტიც, ისეთი სისწრაფით მიდის პუტინის მარგინალიზაციისა და ზელენსკის სიმბოლიზაციის პროცესები, რომ მალე პუტინს დავარქმევთ ანტი-ზელენსკის.

ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს “ქართულ ოცნებას” თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა (პუტინს) და ისტორიულ სინათლეს (ზელენსკი) შორის.

ასეთია მოცემულობა, და ვინ ეთანხმება ამას და ვინ არა, ამით ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება. დღეს სააკაშვილის სიცოცხლე მხოლოდ სააკაშვილს არ ეკუთვნის. დღეს სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის. ეს საკითხი ისტორიულ სიბრტყეში ძევს და საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს.

და ბოლოს, როცა პრეზიდენტები სხვა ქვეყანას მიმართავენ, ისინი, პირველ რიგში, მიმართავენ თავის Vis à vis, ანუ მეორე ქვეყნის პრეზიდენტს. აქ შევჩერდები, მგონი ისედაც გასაგებია, რასაც ვგულისხმობ.

დავამატებ მხოლოდ ერთს: “ქართული ოცნება” და მისი სასამართლო სააკაშვილს არ გაუშვებს. პარადოქსია, მაგრამ ზელენსკის განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად “არ გაუშვებს”.”- წერს ნიკა გვარამია, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

Next Post

მამუკა ყურაშვილი არის გარეწარი! - ბონდო მძინარაშვილი

ოთხ დეკ 21 , 2022
89 წაკითხვამამუკა ყურაშვილი არის გარეწარი! – წერს ჟურნალისრტი ბონდო მძინარაშვილი გენერალ მამუკა ყურაშვილზე, რომელმაც ტვ “პირველი”-ს ეთერში განაცხადა, რომ მოგონილია ამბავი, თითქოს  2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალში დაღუპული მებრძოლები მიატოვა. “მოიგონეს, თითქოს ცხინვალის რეგიონში დაღუპულები მიატოვესო!   – გესმით?!  მოუგონიათ, თურმე! პატრიარქის მონდომება და ჩარევა რომ არა, იმ ბიჭების ოჯახებს მიცვალებულის საფლავიც არ ექნებოდათ! გენერალი შეიძლება წაიქცეს, მაგრამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ