კელი დეგნანი – BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია – ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, ამგვარი ბრალდებები თავად გამოიძიოს

193 წაკითხვა

BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად სანდოა აშშ-სთვის BBC-ის ინფორმაცია და განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილის დასანქცირებას.

„ჩვენ წინასწარ არ განვსჯით სანქციებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ცხადია, ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რომ შევაფასოთ ინფორმაცია, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. BBC-ის მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Next Post

სერგეი ლავროვი - საქართველოში პროტესტი სრულიად გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმად, თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი, გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული

პარ აპრ 14 , 2023
193 წაკითხვასაქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობა დაგმო, […]