გავრცელებული ინფორმაციით, ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

1,882 წაკითხვა

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული”- წერს სააგენტო.

ბექა კვიციანი მოკლულის შვილის ნათლიაა.

Next Post

„ვერბოვკა“ პარლამენტის ტრიბუნიდან - „თინა, თინა შენ შეგიძლია ეს სინდრომი მოიშორო..“

ოთხ ნოე 13 , 2019
1,882 წაკითხვა