რომან გოცირიძე – სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მოტივი არის ფინანსურ სისტემაზე საბოლოო კონტროლის დამყარება – ხელისუფლებას სურს ეროვნულ ბანკშიც ისეთივე კლანი ჩამოყალიბდეს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში

153 წაკითხვა

სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. სურთ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ სურთ, ეროვნულ ბანკში წამყვანი პირები მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ.

„გადაწყვიტეს, დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებით მეოთხე ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც ემსახურებოდა იმას, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება სჭირდებათ, რათა საბოლოოდ გააკონტროლონ მთელი საფინანსო სისტემა, მთელი ფინანსები ჩაიგდონ ხელში და მიჩქმალონ „ქართული ოცნების“ მთელი ფინანსური მაქინაციები. ერთ-ერთი მაგალითია „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ვერავინ გაიგო, როგორ გაჩნდა და როგორ გაქრა, არადა მისი დამფუძნებლები იყვნენ კახა კალაძებიძინა ივანიშვილი და ვინმე ავანტიურისტი გავრილოვი.

ეროვნული ბანკის საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა და მათ სურთ მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ წამყვანი პირები ეროვნულ ბანკში, ამიტომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაარღვიეს ზურაბიშვილის კრიტიკაზე გამოცხადებული მორატორიუმი – მათ უბრალოდ ეშინოდათ ბრიუსელში გამოსვლის, რომ არ შეეწყალებინა და მაღალი ტრიბუნიდან არ ეთქვა, რომ კონფრონტაციის შემცირებისთვის ამ ნაბიჯს დგამს და ათავისუფლებს გვარამიას. ასევე ეშინოდათ იმის, რომ მისი გამოსვლა არ ყოფილიყო ისეთივე მწვავე, როგორც იყო აქ, პარლამენტში და 26 მაისს. მორჩა ეს პროცესი და მათი წარმოდგენით თავი ქუდში აქვთ, ამიტომ ხელახალი შეტევა დაიწყეს სალომე ზურაბიშვილზე,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

Next Post

პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია, ქვეყანა გზაჯვარედინზეა - უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

ოთხ ივნ 7 , 2023
153 წაკითხვასაქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას. ელჩის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან […]

შესაძლოა მოგეწონოთ