სალომე სამადაშვილი – ბოდვად მიმაჩნია, რომ კანონით შეიძლება ოლიგარქიის გავლენის გადაჭრა – ეს არის ევროპული გზის საბოტაჟი

135 წაკითხვა

ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის დეპოლარიზაციის მომხრე, ვართ ჩვენ – „ლელო“, ადამიანები, რომლებიც, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენთ, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სამადაშვილის მტკიცებით, შარლ მიშელის შეთანხმება, რომ შესრულებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული ექნებოდა.

მან შეცდომა უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

„ევროკავშირმა ხელი შეგვიწყო, რომ დეპოლარიზაციისთვის საფუძველი შეგვექმნა და ქვეყანაში ცივილიზებული პოლიტიკური სისტემის მსგავსი შეგვექმნა ( ვგულისხმობ შარლ მიშელის შეთანხმებას). „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოვედი, რადგან ჩემთვის მიუღებელი იყო აშკარად გამოკვეთილი ევროპული გადაწყვეტილებისთვის უარი ეთქვა პარტიას, ეს იყო მძიმე პოლიტიკური შეცდომა, შემდეგ კი „ქართული ოცნება“ გავიდა ამ შეთანხმებიდან. ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის დეპოლარიზაციის მომხრე, ვართ ჩვენ „ლელო“ , ადამიანები, რომლებიც, არც „ნაციონალური მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენთ. ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც რომ შესრულებულიყო, კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული გვექნებოდა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მან ისაუბრა „დეოლიგარქიცაზიის შესახებ“ კანონზეც, მისი თქმით, „ბოდვაა“, რომ ამ კანონით ოლიგარქიის გავლენის გადაჭრა შეიძლება.

მისი შეფასებით, მიუხედავად ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებისა, „ქართულ ოცნებამ“ მაინც მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რაც „ევროპული გზის საბოტაჟია“.

„დღეს ევროკავშირის მისიამ „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად უთხრა, რომ ამ კანონის მიღება არ არის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულება, ამას ვამბობთ ჩვენც. ბოდვად მიმაჩნია, რომ კანონით შეიძლება ოლიგარქიის გავლენის გადაჭრა. დიახ, როგორც ეს ვენეციის კომისიამ თქვა, ეს არის სისტემური პრობლემა და პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ბევრი მიმართულებით მოგვარება. ეს რომ მოხდეს, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ რომ არ აქვს, კიდევ ერთხელ გამოავლინეს, როდესაც თქვეს: „არ გვაინტერესებს თქვენი აზრი და მაინც ვიღებთ კანონს“, – ეს არის ევროპული გზის საბოტაჟი, სხვანაირად ეს ვერ იქნება გაგებული.

ვენეციის კომისიამ თქვა, რომ: „ეს არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ შეთითხნეთ, ეს არღვევს ადამიანის უფლებების თაობაზე ევროპულ კონვენციას, არღვევს თქვენს კონსტიტუციას და მოგიწოდებთ, რომ არ მიიღოთ“. „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო ეს კანონი. შემდეგ დაამატეს ისიც, რომ თუ საჭირო არ იქნება, მაშინ არ ავამოქმედებთო, მაგრამ თუ საჭირო იქნება გაისად ავამოქმედებთო. ამით ევროკავშირს ეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა როგორც ვართ: კორუმპირებული, მურუსიძის სასამართლოთი, ბუტაფორიად გადაქცეული პარლამენტით, გაუქმებული ინსტიტუციებით და არარსებული დემოკრატიული სისტემით, ასეთი „ჭუჭყიანები“ მიგვიღეთ. იმის ნაცვლად, რომ თავის საქმეს აკეთებდნენ, ფიქრობენ გზებზე თუ როგორ დააშანტაჟონ ევროკავშირი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

Next Post

ოლივერ ვარჰეი - საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - გარწმუნებთ, ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს

ოთხ ივნ 14 , 2023
135 წაკითხვამე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს. „ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საგარეო საქმეთა მინისტრებო, ელჩებო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო სტუმრებო, […]

შესაძლოა მოგეწონოთ