მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარებზე – მოგვიწევს მოწოდება, რომ ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან „პიარული“ სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ დასახა

195 წაკითხვა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, ევროპარლამენტარებიდან არცერთ მათგანს არ აქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტული საჭიროება, რომლის გამოც, ისინი ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში მიხეილ სააკაშვილი გადაყვანას მოითხოვენ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მიხეილ სააკაშვილი უფლებები პირნათლად არის დაცული.

“მერწმუნეთ, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ თქვან მაგალითად, კონკრეტული სამკურნალო პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და საქართველოში არ არსებობს სერვისი უზრუნველყოფილი. ყველა ხვდება, რომ ეს არის რეალობა. ამიტომაც მოიხსენიებენ, რომ სატელევიზიო რეპორტაჟში გასული ფოტოების მიხედვით აკეთებენ ამ დასკვნებს და არ ეყრდნობიან კვალიფიციურ, დამაჯერებელ საფუძველს მოთხოვნების წამოყენებისას. ასეთ ფონზე, რასაკვირველია, მოგვიწევს მოწოდება, რომ ამ საკითხზე ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან იმ პიარული სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები, რომელი სტრატეგიაც დასახა ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ. როგორც ჩანს, თვითონ სააკაშვილიც კი აღარ ლობირებს ამ სტრატეგიას, რომელიც დაგეგმა თითქოს მის გარდაცვალების ქრონიკასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს სააკაშვილის უფლებები პირნათლად და ზედმიწევნით არის დაცული. ამის გათვალისწინებით, არავის აქვს რაიმე განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა და საფუძველი. ყველამ ასეთი ტიპის განცხადებებისას, ამ თემასთან შეხებისას აუცილებლად პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს სუვერენიტეტს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში გადაიყვანონ.

Next Post

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებშიც ხდება შესაძლებელი

პარ ივლ 14 , 2023
195 წაკითხვაპაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა, ცვლილებები კი უკვე ძალაშია. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. დეტალური ინფორმაცია იცილეთ ბმულზე.

შესაძლოა მოგეწონოთ