ლევან ხაბეიშვილი – ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ ვთავაზობ საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება

208 წაკითხვა

Edison Research-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი Edison Research-ის კვლევას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო სტრატეგია, ხოლო ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში.

“Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, ასე მიიჩნევს ქართველი ხალხი, რადგან „რუსულ ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. ასევე მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ შედეგების მიხედვით სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს აქვთ გარკვეული შედეგები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მეტიც, მნიშვნელოვანია ახლა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იფიქრონ მათ გაერთიანებაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დამატებით სხვა ერთობები და ასევ ვთქვათ შემომატებები აუცილებლად ექნება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, სხვა პროდასავლური ძალებიც გაძლიერდნენ, გაერთიანდნენ და მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ, საერთო სტრატეგიას და არა ვინმესთან გაერთიანებას, რადგან ეს კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება, ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს, მეტიც, არის მზარდი, ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვქონდეს საერთო გეგმა, სტრატეგია და საერთო ჯამში მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Next Post

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს - უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება

ოთხ ივნ 21 , 2023
208 წაკითხვაევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, ეჭვი არ მეპარება, უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი გახდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა. „უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როდესაც ისინი წარმოიდგენენ თავიანთ მომავალს, ხედავენ, რომ ევროპის დროშა ფრიალებს მათ ქალაქებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან ასევე ისაუბრა […]