ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს – უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება

246 წაკითხვა

ევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, ეჭვი არ მეპარება, უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი გახდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა.

„უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როდესაც ისინი წარმოიდგენენ თავიანთ მომავალს, ხედავენ, რომ ევროპის დროშა ფრიალებს მათ ქალაქებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების საჭიროებაზე, რომელიც მან ევროკავშირის წევრებს გუშინ შესთავაზა.

„2027 წლამდე უკრაინის დარჩენილი ფისკალური დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდ ევროს შეადგენს. სწრაფი აღდგენისთვის დაახლოებით 50 მილიარდი ევროა საჭირო. ეს შეადგენს 110 მილიარდ ევროს 2027 წლამდე, რომელიც არ არის დაფარული. ამიტომ, გუშინ მე შევთავაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ დეფიციტის 45%-ის დაფარვა – ეს არის მთლიანობაში 50 მილიარდი ევრო უკრაინისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Next Post

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

ხუთ ივნ 22 , 2023
246 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. “დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. […]

შესაძლოა მოგეწონოთ