გია ხუხაშვილი – ძალაუფლება „გდია ქუჩაში“, ოპოზიცია უნდა დაიხაროს და აიღოს ეს ძალაუფლება – მელიას აქვს ინტერაქციის უნარი, რაც ნაკლებად გააჩნია დანარჩენ პოლიტიკურ ელიტას, პრეზიდენტმა კი შეიძლება, სერიოზული როლი ითამაშოს ამ პროცესში

1,353 წაკითხვა

ორპოლუსიანი სიმბიოზი, რომელიც ერთმანეთს კვებავდა და აძლიერებდა, ფაქტობრივად, დაიშალა – ხელისუფლებას „მგელი მოდის“ პრინციპით არჩევნების ჩატარება და ამომრჩევლების ამით მომხრობა გაუჭირდება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ჩვენი პოლიტიკური ელიტა არ არის ლეგიტიმური“.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდი პრაქტიკულად, ჩატეხილია.

„ჩაკეტილია ქვეყანა ერთგვარ არჩევანში – წარსულსა და აწმყოს შორის. ეს ორი ძირითადი პოლიტიკური ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომავლისკენ მიმავალი გზა ჩახერგოს, სამწუხაროდ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც ვერ აყალიბებენ მომავლის ღირსეულ არჩევანს და შესაბამისად, ფაქტობრივად, ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდი ჩატეხილია. ეს ტენდენცია დიდი ხანია იგრძნობა. მე ვერ გეტყვით, რომ გამიკვირდა. დინამიკა ისეთი იყო, რომ ძალიან კარად ჩანდა, ჩვენ აქამდე მივიდოდით. ციფრები, ალბათ, კიდევ უფრო უარესია.

ხელისუფლების 19% და მეორე პოლუსის 4% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა დამთავრდა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშალა. ეს ორპოლუსიანი სიმბიოზი, რომელიც ერთმანეთს კვებავდა და აძლიერებდა, ფაქტობრივად, დაიშალა. ანუ ხელისუფლებას ნეგატიური გზავნილით, „მგელი მოდის“ პრინციპით არჩევნების ჩატარება და ამით მომხრობა გაუჭირდება,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს „ნატურალური ამომრჩეველი“ ფაქტობრივად, აღარ ჰყავს.

„ქართულ ოცნებას“ ნატურალური ამომრჩეველი, რომელიც თავის მომავალს ამ პარტიასთან აკავშირებს, პრაქტიკულად, აღარ ჰყავს. დაახლოებით, იმდენივე ჰყავს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“. შეიძლება, ცოტა უფრო მეტი, მაგრამ არა პრინციპულად, იმიტომ, რომ მე არ შემხვედრია ადამიანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იტყოდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ შეიძლება, ხვალ უკეთესად ვიცხოვროთ. კი ბატონო, ბევრი მეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, მაგრამ იმ მოტივით კი არ ხსნიან, რომ „ქართული ოცნება“ ჩემს პრობლემებს გადაწყვეტს, არამედ იმით, რომ „ქართული ოცნება“ თუ შეიცვალა, ამ შემთხვევაში ჩვენ უარესად ვიქნებით,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ipn

Next Post

თაკო ჩარკვიანი ბექა დავითულიანს -„არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ - შემზარავია პოლიტიკოსისგან ამის მოსმენა

სამ დეკ 12 , 2023
1,353 წაკითხვაუბედურებაა, მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ „არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ – შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება, – ასე მიმართა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატ ბექა დავითულიანს, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა“. ჩარკვიანის განცხადებით, პოლიტიკოსს სწორი განცხადების გაკეთება უნდა შეეძლოს და […]

შესაძლოა მოგეწონოთ