„საბოლოოდ უფალი განსჯის“ – პაატა იმნაძე მეუფე იაკობს პასუხობს

1,617 წაკითხვა

პაატა იმნაძე მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ სიმართლეს უფალი განსჯის. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება არ სურს.

„მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს უფალი განსჯის“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა იმნაძეს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რეალური რაოდენობა დაითვალოს.

„ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს.

რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„პრაიმტაიმი“

Next Post

„პრიზებს ვაწესებ ვინც გაასაჯაროვებს კოვიდმსახურების ზიარების და ბარძიმის დაცლის კადრებს“

ხუთ აპრ 16 , 2020
1,617 წაკითხვაპრიზებს ვაწესებ, საოცარ საჩუქარს, იმ პირებისთვის ვინც მომაწვდის ან გაასაჯაროვებს კოვიდიანელი შორენას, შიოს, იაკობის, იობის, გერასიმეს, იოანე გამრეკელის, სხალთელის, გრიგოლ კაციას, შალვა კეკელიას სხვა კოვიდმეუფეებისა თუ კოვიდმსახურების ზიარების და ბარძიმის დაცლის კადრებს. ჰო, ზიარებას არა პირველების, არამედ ბოლოს – მრევლის ზიარებას რომ დაასრულებენ. ხაინდრავა და კაკაბაძე, საღინაშვილი და ის პილიგრიმთა შეფი კგბ-შნიკი ქალიც უნდა მანახოთ ზიარების მიღებისას. ლაშა ნაცვლიშვილიც, […]