გიორგი გაბუნია – „დაკავებულმა ბოკოვმა ჩემი ლიკვიდაციისთვის ერთი მილიონი აიღო”

1,177 წაკითხვა

გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაკავებულმა პირმა მილიონი აიღო – ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ დაკავებულს თანხა უკვე აღებული ჰქონდა.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლებს, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგეს იმიტომ, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, რადგან ყველაფერი უკრაინიდან დაიწყო და უბრალოდ არ გამოდიოდა, რომ აქ ყველაფერი ჩაეშალათ. თქმისაც კი ეშინია ხელისუფლებას.

დღეს მეც „მთავარის“ 12 საათიანი საინფორმაციოდან გავიგე, რომ უკრაინაში მოხდა აპრილში დაკავება და შემდეგ იქიდან გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ თურმე მილიონი ღირებულა ჩემი სიცოცხლე და ადამიანს, კონკრეტულ პირს უკვე აღებული ჰქონდა კონკრეტული თანხა, რომ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

Next Post

რა კავშირი აქვს ვარკეთილის ბაზრობასთან მამუკა მდინარაძეს?

სამ ივნ 16 , 2020
1,177 წაკითხვავარკეთილის ბაზრობის ტერიტორია შპს ვარკეთილს ეკუთვნის და მას ყადაღა ადევს. ვარკეთილში, ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ბაზრობის მოვაჭრეებისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. მათი თქმით, წესრიგშია ყველანაირი გაყვანილობა და სადენები, გარდა ამისა ტერიტორიას ჰყავს დაცვაც. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია და მოვაჭრეებს, დახლებთან და მაღაზიებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ამის პარალელურად გაჩნდა პირველი ეჭვები ხანძრის განგებ გაჩენის შესახებ, ბაზრის ერთ-ერთი […]

შესაძლოა მოგეწონოთ