სააკაშვილი ენმ-ის სიის პირველი ნომერი იქნება?

1,877 წაკითხვა

ნებისმიერი გამარჯვების ფორმულა მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ განიხილება”,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა „ნაცმოძრაობა” რომ სააკაშვილი მათი პარტიის სიის პირველი ნომერი იყოს, მიუხედავად კანონში არსებული წინააღმდეგობისა, დეკანოიძე გვპასუხობს:

„რას ნიშნავს გამორიცხვა? ჩვენ სიის ათეულზე, ჯერჯერობით, არ გვაქვს საუბარი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერი სტრატეგია წარმოუდგენელია. სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ ვერაფერს გეტყვით.

არ ვიცი, როგორ შეიძლება საკანონმდებლო დონეზე, რომ სააკაშვილი სიაში იყოს, მაგრამ ნებისმიერი გამარჯვების ფორმულა მიშას გარეშე არ განიხილება. ჩვენი სტრატეგია და გამარჯვების ფორმულა განხილული იქნება ყველა ადამიანთან და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.”

Next Post

„ბოდიში მომითხოვია და...“ - თეა თუთბერიძე

ოთხ ივლ 29 , 2020
1,877 წაკითხვაბოდიში მომითხოვია და გაირჭვეთ ერთ ადგილზე პრემიერმინისტრობის კანდიდატი დავით ბაქრაძე! გიორგი ვაშაძეც, მარტო ბაქრაძე არა! თეა თუთბერიძე

შესაძლოა მოგეწონოთ