ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, რას მიაკვლიეს ადვოკატებმა

1,116 წაკითხვა

ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – 23 წლის დაღუპული პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, საკალმახე „ალგეთიდან“ ავტომობილი სოფელ მაწევანის ტყეში მიიტანეს.

ადვოკატემა გოლთეთისა და ალგეთის ტერიტორია დაათვალიერეს და იპოვეს ალტერნატიული გზა ფარულად მისასვლელაგ, სადაც მანქანა გაივლიდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებაზე 13 სექტემბერს ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი ხუთდღიანი გაუჩინარების შემდეგ, სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, გოლთეთის ტერიტორიაზე, 22 ივლისს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 8 სექტემბერს ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში დაღუპული ნახეს.

მთავარი

Next Post

ზაურ ნაჭყებია: ახალი „Лебедь, рак и щука“-ს მოლოდინში!

ხუთ სექ 17 , 2020
1,116 წაკითხვამომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ საკუთარი აზრი ადრეც გამომითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ: დარწმუნებული ვარ, არჩევნები ქვეყანაში არაფერს შეცვლის, რადგან, არჩევნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა! დიახ, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, ისევ საკუთარ კომფორტზე დახარბებული, პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი ადამიანებით შეივსება საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და მთელი 4 წელიწადი, ისევ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ „ხელის ბიჭების“ და „ხელის გოგონების“ მიერ გამომცხვარი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი […]