რა ეჩვენება მაია ნიკოლეიშვილს უცნაურად ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის საქმეში

3,206 წაკითხვა

ამონარიდი მაია ნიკოლეიშვილის ინტერვიუდან:

„უცნაურად მეჩვენა ის, რომ, 43 მძევალში, ალბათ ნახევარი მამაკაცი იქნებოდა, და რომ ამ მამაკაცებში არც ერთი აღმოჩნდა სპორტული, ან საბრძოლო მომზადების მქონე კი არა, უბრალოდ, ფიზიკურად ძლიერი და მამაკაცური შემართების მქონე პიროვნება, ისეთი, ძალაც რომ ერჩის და გულიც რომ არ მოუთმენს! ტერორისტი და მძევლები თურმე ერთად იღებდნენ საკვებს (ერთ-ერთი მძევლის დედამ ბრძანა), ვნახეთ, რომ კიბეებზე ერთად ჩადიოდნენ, საკმაოდ მჭიდროდ ეხებოდნენ ერთმანეთს, ტერორისტი მძევლებს შუა იდგა! ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ყველა იჯდა და ელოდა სახელმწიფოს.

მესმის, სახელმწიფო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური და პოლიცია ასეთ დროს ერთადერთი იმედია, და ეს სწორია, მაგრამ, უნებურად გაგახსენდება საარჩევნო უბნებზე გაალმასებული და გააფთრებული მამაკაცები, ერთმანეთზე რომ იწევენ დაუნდობლად და თავ-პირს ამტვრევენ კიდეც! ერთი ფაქტია: ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებს შორის საბრძოლო ხელოვნება, სპორტული ცხოვრება არაპოპულარულია! ნუთუ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ ახალგაზრდებს „გირჩის“ „იდეოლოგიის მიმდევრები“ სჭარბობენ?

უცნაურად მეჩვენება, რომ საზოგადოება პირდაპირ, ღიად არ საუბრობს ტერორისტზე, არ გამოხატავს აღშფოთებას მისი პერსონის მიმართ, პირიქით, სამწუხაროდ გავრცელდა ერთ-ერთი მძევლის დედის მიერ მიცემული სრულიად უპასუხისმგებლო ინტერვიუ, რომელშიც ის მოძალადეს საკმაოდ კორექტულად, და ადამიანურადაც ახასიათებს. ასეთი ინტერვიუ ეთერში არ უნდა გადიოდეს! ეს დაუშვებელია.

არ მითხრათ, ახლა, „სტოკჰოლმის სინდრომიაო“, ეს სინდრომი მძევლის დედაში კი არ ვლინდება, შ ე ი ძ ლ ე ბ ა ჩამოყალიბდეს მძევალში, მსხვერპლში, ისიც ასე ტოტალურად – არა! რაო, ესეც „ქურდულ მენტალიტეტს“ დავაბრალოთ, რომ პერსონალურად მოძალადეს არავინ გმობს და მთელი ოპოზიცია, ერთეული, საღად მოაზროვნედ გადარჩენილების გარდა, სახელმწიფო სტრუქტურებს ამუნათებს!“

წყარო:multimedia.ge

Next Post

სააკაშვილის ცინიზმი და ბურჯანაძის გულუბრყვილობა

პარ ოქტ 23 , 2020
3,206 წაკითხვამიხეილ სააკაშვილის ცინიზმი უსაზღვროა. რაც მან თავისი პრეზიდენტობის დროს შავი საქმეები აკეთა პროგრესული ლოზუნგების ფონზე, ისეთს ბევრი ვერ დაიკვეხნის თანამედროვე მსოფლიოში და სწორედ ეს არის სააკაშვილის ცინიზმი. მაგრამ, იკითხავთ, ნინო ბურჯანაძე და გულუბრყვილობა?! განა ნინო ბურჯანაძე, გამოცდილი, ძლიერი პოლიტიკოსი „ლედი“, ყველა ყველაფერი და, გულუბრყვილობა როგორ უნდა დასწამო მას?! მართლაც, გასაკვირია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ცინიკოსი სააკაშვილის წინაშე ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკურად […]