„თენგიზ ცერცვაძეზე „ახირებას” ნუ ხმარობთ, ჭკუას უამრავი ადამიანი ეკითხება, მათ შორის ისინიც…“ – ამირან გამყრელიძე

1,425 წაკითხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, რემდესევრის გამოყენების საკითხზე, თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით სიტყვა ახირება არ უნდა ვიხმაროთ, რადგან ის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი კლინიცისტია ქვეყანაში. ასე უპასუხა მან კითხვას, რომლის მიხედვითაც, ექსპერტები ამბობენ, რომ რემდესევირის გამოყენება სამკურნლოდ მხოლოდ ცერცვაძის ახირებაა.

„პიროვნულ დავაში არ შემოგვყებით, მე პაუსხს ვცემ ყველა ჯანდაცვის ექსპერტს, რომელიც თავის თავს უწოდებს ექსპერტს, ან აღიარებულია ექსპერტად სამედიცინო საზოგაოდების მიერ, ამავე დროს, ბატონი თენგიზ ცერცვაძე გახლავთ, ერთ ერთი ყველაზე ცნობლი და გამოცდილი კლინიცისტი ქვეყანაში, და სიტყვებს ახირება, გადახირება და ა.შ ძალიან გთხოვთ ნუ ხმარობთ, იმიტომ, რომ ის არის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმი ქვეყანაში, რომელსაც ჭკუას ეკითხება ძალიან ბევრი ადამიანი და თავის დროზე ჭკუას ეკითხებოდნენ ის ხალხი, რომელიც დღეს აკრიტიკებს”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ანტივირუსული პრეპარატის, როემლიც ან გაიდლაინის, კლინიკური ჯგუფის ან ექსპერტების მიერ შეიძლება გამოყენებული იყოს ამ თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ. 

Next Post

დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში და რას იკვლევენ ეპიდემიოლოგები

ოთხ დეკ 23 , 2020
1,425 წაკითხვაკორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა, ჩვენ რამოდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ – ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოგზაურობის ისტორია ვისაც ჰქონდა მათ მასალას იკვლევენ. „მოგზაურობის ისტორია ვისაც ჰქონდა, უშუალოდ ბრიტანეთთან დადასტურებული შემთხვევა, ბოლო 2 კვირაში არ გვქონია, მაგრამ გარკვეული ევროპული ქვეყნიდან ვინც არიან შემოსული და დაუდასტურდათ ვირუსი, იმათ ვიკვლევთ“,– განაცხადა პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი […]

შესაძლოა მოგეწონოთ