რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

1,985 წაკითხვა

რუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ლ.კ. მომხდარიდან მალევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Next Post

„ამ გონებასუსტ ბალტიისპირელებს, ქართველები მათნაირი გონებასუსტები ჰგონიათ!“

კვი სექ 15 , 2019
1,985 წაკითხვაროგორ მოგეწონათ ბნელი და გონებაშეზღუდული კაცის გარეგნობის მქონე ლიტველი ე.წ. “პოლიტიკოსის” “მითითება, ქართველებმა ვინ უნდა შეიყვარონ და ვინ არა?! ამ გონებასუსტ ბალტიისპირელებს ქართველები მათნაირი გონებასუსტები ჰგონიათ! დაძლევენ ქართველები ამ კრიზისს, აუცილებლად! არც თუ შორეულ მომავალში… საკმაოდ მალე! დემურ გიორხელიძე

შესაძლოა მოგეწონოთ