ლიდერფუდის ბუღალტერმა კომპანიის 2 მილიონი კაზინოში წააგო

2,219 წაკითხვა

ხორც-პროდუქტების კომპანია „ლიდერფუდის“ ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 2 მილიონი ლარი კაზინოში წააგო. შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა წყაროს ცნობით, ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც კომპანიის მფლობელმა ბუღალტერს გენერალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.

ამის შემდეგ ბუღალტერმა დანაშაული თავადვე აღიარა და მითვისებული თანხის ნაწილი, 800 ათასი ლარი უკან დააბრუნა, – ამბობს პრაიმტაიმის წყარო.

საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. მომხდარზე გამოძიება 182 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის, ან ქონების მარლთსაწინააღმდეგო მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 19 თებერვალს გაიმართა. ბრალდებულს 9 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მისესაჯა.

პრაიმ ტაიმი

Next Post

გიორგი ლაღიძე - „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თავისუფლება ჩვენს დამოუკიდებლობაზე გადის“

სამ თებ 25 , 2020
2,219 წაკითხვა99 წელი შესრულდა საქართველოს ოკუპაციიდან. პირსისხლიანმა რუსეთის იმპერიამ 99 წლის წინ წაგვართვა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მაშინ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისინი არიან გმირები. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაწყებული ბრძოლა დღემდე გრძელდება. 21-ე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მხრიდან ისევ გრძელდება ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია. ჩვენ დღესაც გვყავს თანამდროვე გმირები. თოთოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტერი მზაკვარია და კიდევ უფრო ხვეწს ბრძოლის […]