ერედვის ტერიტორიაზე 90-იან წლებში გაუჩინარებული ადამიანის ნეშტი იპოვეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის სამარხი გახსნეს, სადაც 1990-იან წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, გაუჩინარებული ადამიანებია დაკრძალული.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი’ ავრცელებს. სამარხი ოკუპირებულ სოფელ ერედვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სააგენტო ,,რესის” ცნობით, ერთი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. გარდაცვლილის ვინაობა ,,დნმ’-ის ანალიზის შემდეგ გაირკვევა.

როგორც ოსური მედია წერს, ნეშთი ეთნიკური ოსი მოქალაქის კუთვნილებაა, რადგან მათი ცნობით, ამ ტერიტორიაზე კონფლიქტის დროს, გაუჩინარებული ეთნიკური ოსები მალულად დაასაფლავეს.

ქართლი

  • -

    პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების…

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…