887 წაკითხვა
სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:
როგორც საიდუმლო წყაროებიდან შევიტყვე, ,,კვერცხების აქციასთან” დაკავშირებით ღრმად არიან შეშფოთებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში.
სწორედ ამასთან აკავშირებენ აშშ-ს საჰაერო რეიდებს სირიასა და ერაყის საზღვარზე.
პენტაგონი განიხილავს კვერცხის მტყორცნელთა წინააღმდეგ საბრძოლო დრონების გამოყენებას.
ამას არ შეეგუება რუსეთი, რომელმაც დრონების ჩამოსაგდებად შეიძლება გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ს-400, ტრიუმფი.
დრონების ჩამოგდებას არ შეეგუება ჰეგემონი, კონფლიქტში ჩაერთვებიან თურქეთი, ირანი, ევროკავშირი და ბოლოს, ჩინეთიც.
მსოფლიო გლობალური კატასტროფის წინაშე დგას.
აშკარაა,რომ ნაცებისა და მათი 14 მოკავშირის მიერ ლგბტქ მხარდაჭერას ღრმა გეოპოლიტიკური კონტექსტი აქვს.
ამიტომ საჭიროა მთელი რიგი კონტრ-ზომების მიღება.
კერძოდ, ნატყორცნი კვერცხი რომ რომელიმე ლგბტქ-ს ბედით გულჩაფუფქულ დიპლომატს არ მოხვდეს, საჭიროა, რომ მათი მხარდამჭერი პარტიების ლიდერები, მაგალითად მელია, გოცირიძე, ბოკერია, ხაზარაძე და სხვები გამოეწყონ შესაბამისად და გადაეფარონ მათ.
ამით ისინი, მართალია, მრავალი კვერცხის სამიზნე იქნებიან, რომელთა შორის გული მიგრძნობს, იქნება ბევრი ლაყე კვერცხიც, მაგრამ მსოფლიოს გადაარჩენენ და შეიძლება ნობელის პრემიაც კი მიიღონ.
თან რა დიდ სახელს მოიხვეჭენ-ლგბტქ-სთვის კვერცხით დატანჯულნი, მსოფლიოს გადამრჩენელნი პირველმოწამენი ნიკანორ მელია, რომან გოცირიძე, მაკა ჩიჩუა და სხუანი მრავალნი მართალნი დედანი და მამანი.
აი, რა სიღრმეებია და რა მნიშვნელობა აქვს გაუნაყოფიერებელ კვერცხებს, რომლებსაც ლიბერალების მიერ დაჩეკილი უნაყოფო კვერცხების სიმბოლოდ მიიჩნევს ქართველი ხალხი და ტყორცნის მათ იმ იმედით, რომ ამის შედეგად ისინი სულიერად განაყოფიერდებიან.