„ეს არის ერთი ძალიან მძიმე შემთხვევა, პატიმარს, რომელსაც..“ – მაია ნიკოლეიშვილი

642 წაკითხვა

მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ შშმ პირი გაიხსენა, რომელიც 2005 წელს სასჯელს მეხუთე საპყრობილეში იხდიდა და სავარძელს იყო მიჯაჭვული.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ შშმ პირზე, პატიმარზე, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ტუალეტში გასვლაც არ შეეძლო, ამბობდნენ, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო.

„ეს არის ერთი ძალიან მძიმე შემთხვევა, ადამიანი იყო სავარძელს მიჯაჭვული, ის ავტორიტეტით სარგებლობა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის?! ადამიანი ავადმყოფია. მისი დიაგნოზი იყო: „გადატანილი ჰქონდა ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, რომელიც გამოწვეული იყო თავის მიდამოს ცეცხლსასროლის დაზიანებით, ქალა-სახის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, ტვინის დაჟეჟილობით, რის შედეგადაც მას გაკეთებული აქვს ოპერაცია. ტრავმის შემდგომ მყარი ნარჩენი მოვლენები გამოხატულია შემდეგში: აღინიშნება ორივე ქვედა კიდურის პარაპლეგია, ავადმყოფი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ის მოთავსებულია ინვალიდის ეტლში, ეტლიდან დამოუკიდებლად ადგომა და ფეხებზე დაყრდნობა მას არ შეუძლია. ეტლიდან ან საწოლიდან მას ადგომაში სხვა ადამიანი ეხმარება. არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ისეთი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, როგორიცაა ტუალეტში გასვლა, მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს სხვა ადამიანი.

ავადმყოფი შეგნებულად იზღუდავს საკვების მიღებას, რომ მაქსიმალურად გააიშვიათოს კუჭის მოქმედების აქტი, რომ თავი აარიდოს იმ უხერხულობას, რაც თანამესაკნეთა ამ პროცესში დახმარებასთანაა დაკავშირებული“ – ეს დიაგნოზი კომპიუტერული ტომოგრაფიითა და მათივე დოკუმენტაციით არის დადგენილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ადამიაზე ითქვა, რომ ის არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი. მე განსაკუთრებული მოსაზრება მაქვს დაწერილი, რომ ამ ადამიანის იქ ყოფნა შეუძლებელია. მას ოპერაციის შემდეგ, თავის ქალას მოტეხილობის გამო ძვალი რომ მოაცილეს, იქ პლასტიკა არ გაკეთებულა და კანით იყო დაფარული ტვინის საკმაოდ დიდი უბანი და ამის შემდეგ ეპილეფსია განუვითარდა, აი ასეთი ადამიანი იყო ციხეში და ასეთი უამრავი იყო ციხეში“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

Next Post

„დაბეგრე კაზინო 30%-ით“, „სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია კანცელარიასთან

პარ ოქტ 22 , 2021
642 წაკითხვა„დაბეგრე კაზინო 30%-ით“, „სახალხო პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო კანცელარიასთან სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგეს სათამაშო ბიზნესის საგადასახადო პოლიტიკის საკითხი, რომელიც მათი თქმით, აღმოფხვრის  ამ ბიზნესის უკონტროლო განვითარებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს  და  ქვეყანას მოუტანს მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელს. „ჩვენ ვაპროტესტებთ სათამაშო ბიზნესის პრივილიგირებულ საგადასახადო პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესი მხოლოდ 1%-ით […]