„სახლში სააკაშვილი რამდენიმე წელიწადი ვერ წავა“ – გია გაბრიჭიძე

335 წაკითხვა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

ძალიან უცნაური სიტუაციაა – ამდენი წელია ნაცები ხან რევოლუციით იმუქრებიან, ხან დასავლეთით და არცერთმა მუქარამ არ გაამართლა (“ვერ” კი არა, “არ”!).
არ გაამართლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რევოლუციის მოწყობას საკმაოდ ბევრი რამ სჭირდება.
იდეოლოგიური ბაზის გარდა, სულ ცოტა რობერსპიერი უნდა ლიდერად, “ავრორა” დრეიფობდეს მტკვარში და ლატვიელ მსროლელთა ორი პოლკი გიჭერდეს მხარს.
რაც შეეხება დასავლეთს აქ ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ჯერ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს და გავლენიანმა პოლიტიკოსებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ რევოლუციაზე ფიქრი სისულელეა.
ამ ფონზე სააკაშვილის მოწოდებები კი ორმოში ჩავარდნილი იმ კაცის დანაქადებს ჰგავს, რომელიც ბევრი წვალების შემდეგ ამბობს – ამ ერთხელაც ვცდი და თუ არაფერი გამოვიდა, სახლში წავალო.
სახლში კი სააკაშვილი რამდენიმე წელიწადი ვერ წავა.

 

Next Post

„დიდხანს ვიკავებდი თავს არ მინდოდა რამე დამეწერა, მაგრამ..“ - დავით ოქიტაშვილი

სამ ნოე 2 , 2021
335 წაკითხვაკულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, მამუკა ხაზარაძის შესახებ წერს: „დიდხანს ვიკავებდი თავს არ მინდოდა რამე დამეწერა. ვუფრთხილდებოდი ბევრ საერთო მეგობარს არწყენოდა, მაგრამ მე ბოდიშს ვუხდი ყველას,  ეს ყოფილა ყოვლად გახრწნილი (კი ვიცოდი) ადამიანი, ნაც-მწამებლების გამპრავებელი და გარეწარი, წერტილი სადაც გინდა იქ იარე ხალხს ძულხარ.უფრო მეტად ვიდრე სააკაშვილი მამუკა ხაზარაძე – პროტესტი გაგრძელდება, ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ვივლით, არ უნდა დავიღალოთ […]