375 წაკითხვა
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, აქტიურად იმუშაოს მწვანე პასპორტების შემოღებასა და ვაქცინაციის მეტი პოლულარიზაციისათვის. ასევე, არავაქცინირებული ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობის შემოღებაზე. რაც შეეხება დამატებითი შეზღუდვების შემოღებას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგია.
„მივმართავ ხელისუფლებას, მკაცრი ზომები იქნას მიღებული სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტების შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადანიანებისთვის“ – ფანაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.