„ფრთხილად თითის ქნევისას ქალბატონო ნინო“ – დავით ბერძენიშვილი ნინო ბურჯანაძეს პასუხობს

1,042 წაკითხვა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი, ნინო ბურჯანაძეს პასუხობს:

„ნინო ბურჯანაძეს უბრძანებია, ჩემზე მეტი უფლება არავის აქვს, სააკაშვილის ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყოსო და ბევრი სხვა სისულელეც მოუყოლებია პრეტენზიული ტონით და იმპერატიული მოთხოვნით( პარლამენტიდან გამოდით, პრანჭვას თავი დაანებეთ და ა.შ.).

ეს ბაქი-ბუქი ყველასგან ღიმილისმომგვრელია, ბურჯანაძისგან კი პოლიტიკურ წარსულსა და საკუთარ უპირატეს უფლებაზე საუბარი გამაღიზიანებელიც… “ნა პაკლონ კ პუტინუ, ვ ტუფელკახ ნა პაკლონნოი გარე” იმ სიცივეში – ეს არის ბურჯანაძის მონაგარი მის ” ოპოზიციურ”, რეალურად კი კრემლის სატელიტურ პოლიტიკაში. მისი ბელა- ჩაოც ამ ოპერიდანაა. სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაული 26 მაისის მიტინგის მონაწილეთა უმოწყალო დარბევა და ანგარიშსწორება იყო და არა ამ შავრაზმული, სწორედ ბურჯანაძის და მისი პარტნიორი გრეჩიხების, სოზარის და სხვათა ” ქართული პარტიის( ზოგი ხელისუფლებაშია დღეს და ზოგიც ოპოზიციაში)” “მრაკობესული” ქმედებების შეფასება.

ასე რომ, ფრთხილად საპარლამენტო ოპოზიციისთვის თითის ქნევისას, ქ-ნო ნინო…ელექტორალური ფასიც მოგეხსენებათ თქვენი. შუაშისტიც არ ხართ, რომ სხვა შუაშისტებთან ერთად პერსპექტივა გქონდეთ. პერსონალურად ნუ მომედავებით – ჩემით მოვრჩი მანდატისთვის ბრძოლას, თქვენ კი ამომრჩეველმა გაგიმხილათ გულის ნადები.

უჯარო გენერლის მდგომარეობაში ყოფნა და ” ტანკისტი ვიყავი ომამდე” არავის შეშვენის.”– წერს დავით ბერძენიშვილი.

Next Post

„იმას, რაც უფლის დაბეჭდილია ვერავინ დაარღვევს ვერასდროს“ - სოსო გოგაშვილი

კვი ნოე 28 , 2021
1,042 წაკითხვასოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში: ირგვლივ გამეფებულია ბოროტება, გაუტანლობა,მტრობა ბოღმა და შური. საუბედუროდ მე არ ვიცი დღეს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ერთმანეთის მიმართ ამხელა შუღლია. საქართველო გადააქციეს დადებითი ემოციებისგან დაცლილ ტეროტორიად, სადაც ერთმანეთს კი არა, არამედ ღმერთსაც კი ებრძვიან უკვე:( თან სხვას აბრალებენ… ბოდიში, რომ არ დავიხოცეთ არა, არ გამოვა კარგა ხანს ეს ამბავი. პირიქით ვსხედვართ მდინარის პირას და მოთმინებით, აუჩქარებლად ველოდებით […]

შესაძლოა მოგეწონოთ