245 წაკითხვასაქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს, მაგრამ საქართველო საშუალებას არ იძლევა მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. “გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იქნა მიღებული, ძალიან მყარი […]

157 წაკითხვარუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო და ახლა დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად უნდა ემზადოს. „რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!” – წერს სააკაშვილი.

146 წაკითხვათურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „[პუტინსა და ერდოღანს შორის] საუბრისას რუსეთში მიმდინარე ბოლო მოვლენები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა საღი აზროვნებით მოქმედების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბრისას აღინიშნა, რომ არავინ არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც რუსეთში მოხდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ, როგორ თურქეთი, მზად ვართ […]

141 წაკითხვამოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. „ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს – სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლისით. გთხოვთ, ქალაქში მგზავრობისგან მაქსიმალურად შეიკავოთ თავი. ცალკეულ კვარტლებში […]

185 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს. როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, საკითხები, რომელიც საბჭოზე უნდა განიხილონ, საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, ასევე საზღვარზე სანქცირებული პირების სიების გამოყენებაა. “როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ვარ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლო გავლენას ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში […]

125 წაკითხვაწინასწარი შეფასება საკმაოდ ფართოდ არის დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე , – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სტოკჰოლმში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას. სარჯველაძე აცხადებს, რომ ევროკომისიამ 10 რეკომენდაცია სრულად ან მეტწილად შესრულებულად შეაფასა. “უმეტესობა რეკომენდაციებზე, პრაქტიკულად 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ არის ან სრულად, ან მეტწილად შესრულებული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ეტაპები შეიძლება კიდევ […]

137 წაკითხვაარ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ – მინდა მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. “დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ […]

199 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. “დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. […]

153 წაკითხვაევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, ეჭვი არ მეპარება, უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი გახდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა. „უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როდესაც ისინი წარმოიდგენენ თავიანთ მომავალს, ხედავენ, რომ ევროპის დროშა ფრიალებს მათ ქალაქებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან ასევე ისაუბრა […]

130 წაკითხვაEdison Research-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი Edison Research-ის კვლევას. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო სტრატეგია, ხოლო ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში. “Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, ასე მიიჩნევს ქართველი […]