404 წაკითხვააშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა განაცხადა. “პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ჰორნმა.

1,026 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მისი პრეზიდენტობის პირობებში არასდროს მოხდებოდა. „ის, რაც რუსეთთან და უკრაინასთან ხდება, არასდროს მოხდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამის შესაძლებლობაც კი არ იქნებოდა!“ – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

577 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, თუმცა უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ლავროვმა. ლავროვის განცხადებით, კრემლს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი იმსახურებს […]

839 წაკითხვაგვინდა, შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება. „გვინდა, შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება. […]

601 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მას სრულმასშტაბიანი ომი არ სურს. “ჩემი ვარაუდით, ის უკრაინაში შევა,”- განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ეს მისთვის კატასტროფა იქნება, თუმცა ის, თუ რას მოიმოქმედებს დასავლეთი, დამოკიდებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების მასშტაბებზე. „რუსეთი პასუხს აგებს, […]

701 წაკითხვა„თალიბანი“ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებასა და მომიტინგეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს. „ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ სიტუაციას და როგორც ახლო მეზობელი და ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფო, შეშფოთებულია ბოლოდროინდელი არეულობებით. ავღანეთის ისლამური საამირო მოუწოდებს როგორც მთავრობას, ასევე მომიტინგეებს, საკითხები მოლაპარაკებებითა და მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ და ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დააბრუნონ“, – ნათქვამია ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა […]

621 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების  განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე. ამასთან, პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ნატო-მ უარი უნდა თქვას […]

737 წაკითხვა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას 2016 წლიდან აწარმოებს. 2020 წლის ბოლოს, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ეს გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. მაგრამ, გამოძიების შედეგები არ ცხადდება და სასამართლო გადაწყვეტილებას დღემდე არ ღებულობს. რა არის ამის მიზეზი და რით შეიძლება, დასრულდეს ეს ყველაფერი? რა ინტერესები აქვს საქართველოს და რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, ჰააგის პროცესში ჩვენი ქვეყნის […]

735 წაკითხვაკრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტის თარიღი და დრო წინასწარ განსაზღვრულია და მას ამერიკულ მხარესთან ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ გამოაცხადებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა. მისი თქმით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში შედგეს. ვლადიმირ პუტინის თანაშემწის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ბაიდენთან ონლაინშეხვედრისას განხილული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების გარანტიები. „ეს არის ჩვენ შეთავაზება […]

866 წაკითხვანატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სხვა სახელმწიფოზე ღია აგრესიის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის პრინციპი უკრაინაზე არ ვრცელდება, რადგან ის ალიანსის წევრი არ არის. როგორც სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს. მისივე თქმით, თუ ამის საჭიროება იქნება ნატო უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებს. 14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. […]