125 წაკითხვაარავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ლელო“ აკეთებს, საარჩევნოდ თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, მათთან გამორიცხავს. ხვიჩია კოლეგებს სთავაზობს, თითო პარტიამ სამი საკითხი მაინც დაასახელოს, რასაც გააკეთებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მისი თქმით, “გირჩმა” ზუსტად იცის, რა უნდა, თუმცა, კოლეგები ვერც ერთ […]

147 წაკითხვაჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას, ლი შანფუმ აღნიშნა, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” “აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის. ამასთან, ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო ხომალდების ტაივანის სრუტეში ყოფნა მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონი რეგიონში ქაოსს ქმნის. “ისინი [ამერიკული სამხედრო […]

218 წაკითხვაკრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ოფიციალური კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების ნებისმიერი მიწოდება უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის შემდგომ რაუნდს გამოიწვევს. როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელსაც 500 კმ-ის მოქმედება აქვს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რაკეტებს მიაწვდის. მედიის ცნობით, გასულ თვეში დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც […]

135 წაკითხვაუკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბახმუტის აღების შესახებ რუსეთის განცხადება უარყო. მისი თქმით, უკრაინული მხარე ჯერ კიდევ აკონტროლებს ამ ტერიტორიას. „ჩვენ ბახმუტს საყრდენად ვიყენებთ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას. მაგრამ ბახმუტი აღარ არის ქალაქი. რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს. არც საცხოვრებელი კორპუსები, არც საბავშვო ბაღები, არც საავადმყოფოები. არაფერი. ეს ცარიელი ადგილია“, – განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის […]

148 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან სულ მცირე 500 უკრაინელი ბავშვია დაღუპული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”რუსულმა იარაღმა და სიძულვილმა, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს უკრაინელი ბავშვების სიცოცხლეს”, ასობით ადამიანი იმსხვერპლა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „ბევრ მათგანს შეეძლო გამხდარიყო ცნობილი მეცნიერი, მხატვარი, სპორტის ჩემპიონი და წვლილი შეეტანა უკრაინის ისტორიაში“, – დასძინა მან. ზელენსკიმ […]

146 წაკითხვასააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებში?! ვისაც ეგეთი წარმოდგენა ჰქონდა პარტიაში, რომ მიშა სადმე არ უნდა იყოს, შესაბამისი ისტერიული შემოტევები აქვს დღეს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანისუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თავად ექიმები საუბრობენ. „ყველამ კარგად გაიგოს, გარდა იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სააკაშვილი […]

274 წაკითხვა 130 მიღწეული შეთანხმება – ეს არის ყაზანის ფორუმის შედეგი, რომელიც 2009 წლიდან იმართება “რუსეთი-ისლამური სამყაროს” სახელწოდებით და მიმდინარე წელს 18-19 მაისს გაიმართა. ღონისძიების შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ არც ერთმა მუსლიმურმა ქვეყანამ არ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და არ დაუჭირა მხარი დასავლურ შეზღუდვებს, რაც მიუთითებს მათი, როგორც პარტნიორების, საიმედოობაზე. ხოლო ფორუმის […]

247 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედია, ასეთი განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება. „იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, […]

228 წაკითხვაბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბელარუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება“, – განაცხადა ცეპკალომ.

239 წაკითხვაპარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით „მწვავე“ რეზოლუცია მიიღო. მისივე თქმით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი რეზოლუციით მმართველ პარტიას პირდაპირ მოუწოდებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით შეწყვიტოს. „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ერთადერთი პოლიტიკური ოჯახია, რომელმაც უპირობოდ […]