683 წაკითხვაჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პრემიერი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტისგან და მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მთელ ჩემ გუნდთან ერთად ნამდვილად უზრუნველვყოფ, რომ ის რეფორმები, ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია, ბოლომდე იქნას მიყვანილი – ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა ბოლო შვიდი არჩევნებია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. ამით კახა კუჭავამ NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითვხას უპასუხა. კუჭავას თქმით, […]

957 წაკითხვაახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს. “დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ. 900 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა. ჩვენი ხალხისთვის დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. […]

317 წაკითხვა14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, […]

934 წაკითხვა პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულოა ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდვითარების გაუარესება გახდა. „მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, […]

348 წაკითხვასაქართველოში კორონავირუსის ​5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 44 536 ტესტი. 9 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი, გარდაიცვალა 44 ადამიანი.

619 წაკითხვასაქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ბოლო ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები პრაქტიკულად გაყინული იყო და შრომითი ანაზღაურება არ გაზრდილა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა და შეფერხდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ლაშა ხუციშვილის თქმით, საჯარო სექტორი არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის გარეშეც ქვეყანაში ვერ მიიღწევა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი […]

356 წაკითხვაFitch-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. „ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. და განსაკუთრებით ის განმარტება, რაც სარეიტინგო […]

359 წაკითხვამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 203 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 182 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 36.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.9 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი […]

409 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. როგორც მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტა, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას და წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. მისივე თქმით, ასევე გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. ,,მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში […]

874 წაკითხვააღშფოთებას ვერ ვმალავთ ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დესტრუქციული განცხადებების გამო. „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებების მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი,რომლის ფუნქციაა, რეკომენდაციები წარუდგინოს საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. დღეს აღნიშნული ჯგუფის დატოვების მიზეზად „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა დაასახელეს. როდესაც შესაბამის ფორმატში არ შეგიძლია […]