151 წაკითხვაწამყვანი ბუღალტრული კომოანია „ენთები“ უკვე 8 წელზე მეტია კლიენტ კომპანიებს სთავაზობთ მარტივ და ხელმისაწვდომ ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურეობას. 2023 წლის ივლისის მონაცემებით ბუღალტრული კომპანია „ენთების“ კლიენტი კომპანიების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა და მათ შორის თითქმის ნახევარი წარმოადგენს უცხოეთში რეგისტრირებულ ბიზნესს ან საქართველოში უცხოური ინვესტიციის შედეგად შექმნილ კომპანიას. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ახერხებს ყოველთვიურად 500-ზე მეტ კლიენტს გაუწიოს ფინანსური სერვისები […]

492 წაკითხვაჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ წაიკითხა. როგორც […]

166 წაკითხვაჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გვაერთიანოთ – ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაღორძინოთ საქართველო, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და […]

148 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

121 წაკითხვაპრემიერ-მინისტრის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა. „საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, […]

666 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7122 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9558 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი […]

111 წაკითხვასაფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციაზე “დეკოლონიაზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევის თქმით, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ. “საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც […]

129 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გამოკლებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი გაერთიანება – კონსულტაციები უნდა დაიწყოს მალე, იანვრიდან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობას“ ბარიერის პრობლემა არ აქვს და ბარიერის გადალახვის შანსი აქვს გახარიას პარტიასაც, ამიტომ ოპოზიციურ ველზე არსებულმა დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებმა ვისაც პოლიტიკაში წასვლის სურვილი […]

116 წაკითხვა“შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავიანთი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი. დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავისი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ […]

134 წაკითხვათუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს” ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერები „ადრე მოსკოვისკენ იყურებოდნენ” და ის მიაჩნდათ ცენტრად, ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად. „ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, […]