1,227 წაკითხვაჯერ კიდევ ოთხი წლის წინ სპეციალურად გაზეთისთვის  „საქართველო და მსოფლიო“ დავწერე სტატია –  „პრეზიდენტის აჩრდილი“, რომელიც ტრამპთან ერთად არჩეულ მაიკ პენსს – აშშ ვიცეპრეზიდენტს, მიეძღვნა. ის მოსაზრება, რომ პენსი აღმოჩნდა არა პრეზიდენტის მყარი დასაყრდენი, არამედ „სისტემის მიერ მოვლენილი „აჩრდილი“, ტრამპისვე სამწუხაროდ, გამართლდა. ტრამპის მმართველობის ჟამს პენსის აქტივობების მთავარ ეპიზოდებს თუ დავაკვირდებით, მისი ფუნქცია იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკაში აგრესიული მიდგომების […]

1,700 წაკითხვა„დაიჯესტი“ ოლიგარქის თანაკლასელის ინტერვუზე დაყრდნობით მის ბავშვობაზე, სკოლაში განვლილ დროსა და ქორწილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო (გამგებლის) თანაკლასელი იყო. მომღერლის და თინათიან გამგებელი, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენს ბავშვობაში მეგობრებთან. „გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, […]

1,427 წაკითხვა„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე და  კორონავირუსის ვაქცინის შესახებ  განცხადებას ავრცელებს. „ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მათ არც ერთი კვლევა არ დაუბეჭდავთ. ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა რუსული იქნება, ჩინური […]

2,201 წაკითხვაბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. „ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე […]

1,757 წაკითხვაინტერპოლი მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის ბრალდებით ასეულობით მოქალაქეს ეძებს, მათ შორის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიაშია წარმოშობით ქართველი ქსენია ფოცხვერაშვილი. ირკვევა, რომ მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში წლების წინ დასახლდა. თავად ქსენია 1992 წელს იაკუტიაში, ბორის ფოცხვერაშვილის ოჯახში დაიბადა. 2015 წელს ქსენია ფოცხვერაშვილი სირიაში გაემგზავრა და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლ ინგუშ ჯიჰადისტზე, ზაურბეკ კოტიევზე დაქორწინდა. საინტერესოა თავად ზაურბეკ კოტიევის ისტორიაც. ის […]

2,338 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: ჰაჰაჰაჰააააა… ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე?! გიჟივით ვიცინი!  ნინო ბურჯანაძე: “ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!” აბა, რა! თქვენ გგონიათ, ნორმალური ფსიქიკის იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, წინანდალში რომ აცხოვრებდა ოჯახს?! ანდა როსტომ წერეთელი იყო ნორმალური ფსიქიკის?! ნორმალური რომ ყოფილიყო, ოჯახს სხვიტორში აცხოვრებდა?! და გრიგოლ ჭავჭავაძე?! ყვარელში, ხალხო, ყვარელში […]

1,428 წაკითხვა ირინა სარიშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლას ასე გამოეხმაურა: არაო, არაო, ბიძო მატყუარაო, არ წასულხარ, არაო! P.S. მიდის არა კვახი

1,727 წაკითხვაპოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს ეხმაურება: „ადამიანს ჰქონდა ხალხის ძალიან დიდი ნდობა, აბსოლუტური უმრავლესობით აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს, ზურგს უმაგრებდა რამდენიმე მილიარდი, არ აკლდა საერთაშორისო ყურადღება. მას შეეძლო ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის ფუნდამენტური გარდაქმნა, გრანდიოზული ცვლილებების განხორციელება. ნაცვლად ამისა, ამაყობს საკონსტიტუციო რეფორმით, მურუსიძის სასამართლოთი და გარბის პირადი კონფორტის შესაქმნელად, გარბის და პოლიტიკაში ტოვებს კობახიძესა და […]

1,663 წაკითხვაპარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული […]

1,360 წაკითხვა„ქართული ოცნება“ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. „გვახსოვს როგორ „წავიდა“ ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ […]