109 წაკითხვადავით ქაცარავას მიმართვა “ქართული ოცნების” დეპუტატ ალუდა ღუდუაშაურს: “ამოვიდა ყელში! ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! გაძლევ ამისთვის 4 დღეს. რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე. თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან, (არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები,)მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან […]

180 წაკითხვამეორე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით თქვენ ყველანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით,  არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც […]

99 წაკითხვამიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიას საზოგადოებას მიმართავს: “მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან. ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. არასოდეს ცხოვრებაში არ […]

121 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ოფიციალურ განცხადებას სუს-ი ავრცელებს: “ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ […]

91 წაკითხვათამარა ჩერგოლეიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: “სააკაშვილის ჩამოსვლით ხომ იმუქრებოდნენ! ახლა სააკაშვილის სიკვდილით იმუქრებიან. მაშინებს ეს ხალხი. ადამიანად არ თვლიან მიშას. თავისი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი ჰგონიათ. სააკაშვილი ბიძინას ჯინაზე კი არ უნდა გადარჩეს, თავისი შვილებისთვის და თავისი ახლობლებისთვის უნდა გადარჩეს. ნუ ახდენთ ამ ადამიანის დეჰუმანიზაციას და ინსტრუმენტალიზაციას.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

147 წაკითხვანონა მამულაშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას მის ძმასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არაფერი აკავშირებს მამუკა მამულაშვილს “ნაციონალურ მოძრაობასთან” „მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს „საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, „ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობას”. ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ […]

207 წაკითხვახათუნა ხოფერიას ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს: “ღია წერილი მიშას! მიშა, ჩემზე კარგად იცი, მაგრამ მე მაინც გეტყვი. დღეს, თუ ვინმეს სურს შენთვის სიცოცხლე, ეს საქართველოს ხელისუფლებაა! უფრო მეტიც! ერთადერთი ვინც გიცავს და ყველაფერს აკეთებს შენი დაცვისთვის- საქართველოს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები არიან! ვეცდები გითხრა რატომ! ვიცი, რომ ჭკუაც გიჭრის და გონებაც… იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ათასჯერ გექნება ნაფიქრი თუ […]

164 წაკითხვაომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. „ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. […]

98 წაკითხვა“ეს მკვლელი”- ეს სიტყვები წარმოთქვა თეა ადეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით, როდესაც ეგონა, რომ ეთერში არ ყო, რადგან იმ დროს პრემიერის კომენტარი გადიოდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა.

204 წაკითხვაირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში მებრძოლ მამუკა მამულაშვილზე და მის პოლიტიკურ აქტივობებზე. პრემიერმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ გამართული  ვიდეოკონფერენციის შესახებ, სადაც მამუკა მამულაშვილიც მონაწილეობდა და განსახილველი საკითხი იყო ბიძინა ივანიშვილი. “ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებები ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი რა არის საერთოდ”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა განმარტა, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასულ […]