1,605 წაკითხვაუცნობის, გია გაჩეჩილაძის, აღიარებაზე, რომ მან 2008 წელს მომიტინგე ხალხის დაშლის პირობა მისცა სააკაშვილს, რის გამოც მაშინდელი პრეზიდემტი მას ტელევიზიას შეპირდა, გოგა ხაინდრავამ, კომენტარი გააკეთა. 2008 წელს გოგა ხაინდრავა ეროვნული საბჭოს წევრი იყო, ის ამბობს, რომ გია გაჩეჩილაძის როლი მაშინდელ აქციებში მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა. ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ საუბარში თქვა, რომ გაჩეჩილაძე ეროვნული საბჭოს წევრი არ ყოფილა და […]

1,900 წაკითხვანანა კაკაბაძის გამოხმაურება ხათუნა ლაგაზიძის ტელემიმართვაზე, რომელიც მან „მთავარი არხი“-ს ეთერში გააკეთა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მიმართა და მათ ბეჩავები უწოდა. შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუქში სათაურს „ხათუნა ლაგაზიძე ქართული ოცნების შეშინებულ ამომრჩევლებს მიმართავს“. დამაინტერესა, რას გულისხმობდა ავტორი, ვინაიდან ხმა მეც სწორედ „ქართულ ოცნებას“მივეცი. ჯერ სად „უშიშრობა“ და სად ლაგაზიძე და მეორეც, სად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინება და სად შიში ქართული […]

1,774 წაკითხვამომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი), რომელიც წინა ხელისუფლების აქტიური და მწვავე ოპონენტი გახლდათ, 2008 წელს, შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს. ამის შესახებ მან „ტვ პალიტრის“ ეთერში, მერაბ მეტრეველთან ინტერვიუში ისაუბრა: „არ ვჩერდებოდი და არ ვეგუებოდი გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მომინახეს მეგობარი, ვისაც დაარეკინეს და ძალიან მთხოვა, ავსულიყავი სააკაშვილთან შავნაბადაზე. ავედი, მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. იქ იჯდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა […]

1,907 წაკითხვა„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს: „რადგან ბიუსტი, მოულოდნელად, თემა გახდა, ბარემ ერთ ამბავს მოვყვები კამპანიიდან. ახალი ჩასულები ვართ ფოთში – შტაბისთვის ფართი ავიღეთ, საცხოვრებელი მოვაგვარეთ, გიგამ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა იქ და თბილისში გამოიქცა, აქაც საქმეა. დავრჩით მე და ნანა. მე ჯერ არ ვიცი რას ვაკეთებ გარდა ახალგაზრდებისა – ახალგაზრდებზე ვიცი, რასაც ვიზამ. სხვა ტიპის გამოცდილება არ მაქვს […]

1,358 წაკითხვასაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას მონოლოგის იმ ნაწილს, რომელშიც მან შენიშვნა გამოთქვა საზ.მაუწყებლის მიმართ და განაცხადა, რომ მისი დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე ტელევიზიის სახელით გვირგვინიც კი არ მიუტანია არავის, “ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი […]

1,536 წაკითხვაჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება: “Giorgi Gabunia ისე ვიტირე შენს მონოლოგზე ,ისე… ცხარე ცრემლებით. მიყვარხარ ,გაბუ . მართლა თოვლზე ყვავილივით დედა გყავდა.საზოგადოებრივის მენეჯმენტის ადგილზე, შენი დღევანდელი მონოლოგის შემდეგ, სირცხვილით დავიწვებოდი” – წერს გრიგოლია.

1,511 წაკითხვალაშა ნაცვლიშვილის პოსტი ფეისბუქში: „გარბის, მაგრამ ოპოზიცია არ ეშვება – გასაქცევად უნდა გაუხადონ საქმე! მოსვლით დაგანგრიათ და წასვლით განადგურებთ, – ვერ უყურებთ, რას დაგამსგავსათ?”

1,632 წაკითხვასოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში: გემახსოვრებათ, ზოგჯერ მასწავლებელი რომ გავიდოდა გაკვეთილის დროს კლასიდან და დაიბარებდა- ჭკვიანად იყავითო. თავიდან ბავშვების ნაწილი ფიქრობდა, რომ მასწავლებელი მალე მოვა და წყნარად იყო, მეორე ნაწილს ეშინოდა, რომ მასწავლებელი ჭუჭრუტანიდან იყურება და ამოწმებს, ვინ როგორ იქცევა, ამიტომ გასუსული იჯდა და კარებისკენ ჰქონდა თვალი, ზოგიც კიდევ დარწმუნებული, იმაში, რომ ჭუჭრუტანიდან უყურებენ, მასწავლებლის დასანახად დავალებას წერდა ბეჯითი გამომეტყველებით. […]