1,703 წაკითხვარეჟისორ გოგა ხაინდრავას და კოტე  ყუბანეიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჟერად ხანდრავამ მას „პრასტიტუტკა“ უწოდა: „არ მომისმენია და არც მაინტერესებს. კოტე ყუბანეიშვილი არის „პრასტიტუტკა“ და „პრასტიტუტკები“ რას მიწოდებენ მე არ მაინტერესებს. მე წინადადებით მივმართე აფხაზეთის მთავრობას. წარვუდგინე ფილმს „მუჯაჰიდების“ სამოქმედო გეგმა, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ და თუ დამაფინანსეს შემდეგ ვისაუბრებ ამაზე”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ხაინდრავამ. საქმე ეხება ფილმ „მუჯაჰიდებს“, რომელიც […]

1,396 წაკითხვა გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქზე: ნაც. მოძრაობას ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვს. ეს არის მრავალი კვლევით დადასტურებული ფაქტი. ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავის “ფუნქციას” ნაც. მოძრაობის კრიტიკაში ხედავს, შეგნებულად, ან შეუგნებლად ხელისუფლებას “ეპრანჭება”. ჯობდა ეს მაშინ ეკეთებინათ, როცა მიშა ხელისუფლებაში იყო და მართლა საფრთხეს წარმოადგენდა.

1,602 წაკითხვაპატიმართა ოჯახის წევრები და ადვოკატები გლდანის ციხის უფროსს უპირისპირდებიან. ისინი აქციების გამართვასაც აანონსებენ და სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გაუპატიურების მუქარაზე საუბრობენ. პატიმარ შენგელი ჭეჭვაძის მეუღლისა და ადვოკატის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პატიმარს გაუპატიურებით ციხის უფროსი დაემუქრა. თანამესაკნის გადასარჩენად და პროტესტის ნიშნად ჭეჭვაძემ თვითდაზიანება მიიყენება, მან ხელები დაისერა. შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. მისი თქმით, […]

1,953 წაკითხვა„ამ პერიფერიულ იუმორს ვერ ვუძლებ და არცერთ არხზე არ ვუყურებ. მეგობარმა ჩამიგდო ახლა. არსაიდან მოსულ ამ ვიღაც სირთა ბელადს ეკითხებიან, ყველაზე ცუდი ქართველიო და – ცხონებული  გურამ შარაძეო. სადაც სამართალია, ხომ უნდა აცხონო ახლა ეს მართლა პიტალო, მაგრამ სადაა სამართალი, მიშას მოაქვს კიევიდან“- წერს რუსუდან შარაძე.

2,094 წაკითხვაარ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ  შეცდომაში – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ  facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. „ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ ყალბმა ახალმა ამბებმა წალეკა მედიასივრცე.  ეს  პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვის მთელი […]

2,227 წაკითხვა39 წლის ქალს ყოფილი ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა სახლში მიაკითხა, მანქანაში იძულებით ჩაისვა და დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა. ლოკაციის შერჩევის შემდეგ 31 წლის ზვიად დიასამიძემ ყოფილი ცოლი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ცემა დაუწყო, პარალელურად მოკვლით ემუქრებოდა. “კურიერმა” გაარკვია საზარელი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება. შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღეში ტანსაცმლის წასაღებად მისულმა მამაკაცმა ცოლს ისევ სცემა. […]

1,350 წაკითხვაჟურნალისტ ვახო სანაიას მამა გარდაეცვალა: „ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წავიდა. მამაჩემი. იმდენი იბრძოლა, იმდენი, მაგრამ სიკვდილთან ყველანი უძლური ვართ. როგორ მეშინოდა, რომ ეს დღე დადგებოდა…“ – წერს სანაია.

1,451 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ […]

1,756 წაკითხვადევი ჭანკოტაძე, ჩემი მეგობარი, სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ნიკა მელიას ჰკითხეს, დევი ჭანკოტაძე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, ის უკვე საარჩევნო კამპანიას ატარებდა და რატომ შეიცვალა მისი კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით. „დევი ჭანკოტაძე არის ძალიან დამსახურებული საქართველოს მოქალაქე, გენერალი, […]