351 წაკითხვამჯერა, რომ ზურაბიშვილი გვარამიას გაათავისუფლებს – კარგი იქნება, თუ მის ოფისთან არ დაგვაყენებს და მრავალათასიანი აქციების მოწყობა არ დაგვჭირდება , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. რომან გოცირიძემ ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც და აღნიშნა, რომ ამით ქართული ოცნება თავს იზოლაციაში იქცევს. “ყველა, ქვეყნის შიგნით – ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ამბობს ერთსა და […]

307 წაკითხვაშეიძლება სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს – არსებობს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას პატიმრობაზე აშშ-ის საელჩოს და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა კომიტეტის განცხადებებს. ვოლსკის თქმით, შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს უტყუარი ფაქტებიც დანაშაულის თაობაზე. „საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა […]

237 წაკითხვარადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებს, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდოდათ ამისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ შემდეგ პოტენციური ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საპარლამენტო ოპოზიციას “ვიღაცამ ჯოხი დაუქნია” და ამ საკითხისთვის თავის დანებება მოსთხოვა. “ოპოზიცია ხმამაღალი განცხადებებით თავიდან იმიტომ გამოირჩეოდა და იმიტომ იყო შეტევაზე გადმოსული, რომ ერთადერთი მოთხოვნა და მოლდინი ჰქონდა – პარლამენტს […]

311 წაკითხვა„ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ იცის რას ნიშნავს რუსული აგრესია და რამდენად მნიშნელოვანია სათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. „რაც შეხება ჩვენ დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება […]

243 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, “სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა” და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო […]

262 წაკითხვაპარლამენტის ბიუროს 24 ოქტომბრის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები” უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ, “ლელომ” და “რეფორმების ჯგუფმა” ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს. სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი “ევროპელმა სოციალისტებმა” […]

372 წაკითხვაუკრაინის მდგომარეობაში მყოფი ერთი-ერთი ფიგურის უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა , – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმადაც, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი საქართველოს “შველაზე” უნდა გადაერთონ. როგორც, ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საუბარი იმაზე, რა თქვა ოლექსი არესტოვიჩმა, იმ პრობლემების ფონზე, რაც […]

367 წაკითხვაისტორიას ამახსოვრდება ფაქტები. რა ილუღლუღეთ თქვენ არავის ემახსოვრება, ემახსოვრება ერთი რამ, რომ მოიქეცით მოღალატურად, ეს არის შედეგი და აქ თავს ვერ გაიმართლებთ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს „თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ 10-ზე მეტი გამომსვლელიდან მხოლოდ […]

391 წაკითხვა12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება არ ნიშნავს,12 „გალოჩკის“ დასმას, ეს ნიშნავს მისი სულისკვეთების გაზიარებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, ევროპა ჩვენგან ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად გადადგმულ სამაგალითო ნაბიჯებს ელის. „თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, არ ნიშნავს 12 „გალოჩკის“ დასმას. რომ მოვნიშნავთ ხოლმე – „შევასრულე, შევასრულე, შევასრულე… აი, თორმეტი”. 12 პუნქტის შესრულება არ ნიშნავს, 12-ის […]

371 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მიმართავს, 18 ოქტომბრის პლენარული სხდომის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რათა პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის მიღება შეძლოს. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გადის. პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიღებას 113-ხმა სჭირდება. “მინდა განსაკუთრებით ოპოზიციას მივმართო: – კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტს განვიხილავთ. იმისათვის, რომ პროექტი ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, 3/4-იანი უმრავლესობა – 113 ხმა სჭირდება. მივმართავ ოპოზიციას, […]