2,093 წაკითხვაარ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ  შეცდომაში – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ  facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. „ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ ყალბმა ახალმა ამბებმა წალეკა მედიასივრცე.  ეს  პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვის მთელი […]

2,227 წაკითხვა39 წლის ქალს ყოფილი ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა სახლში მიაკითხა, მანქანაში იძულებით ჩაისვა და დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა. ლოკაციის შერჩევის შემდეგ 31 წლის ზვიად დიასამიძემ ყოფილი ცოლი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ცემა დაუწყო, პარალელურად მოკვლით ემუქრებოდა. “კურიერმა” გაარკვია საზარელი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება. შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღეში ტანსაცმლის წასაღებად მისულმა მამაკაცმა ცოლს ისევ სცემა. […]

1,350 წაკითხვაჟურნალისტ ვახო სანაიას მამა გარდაეცვალა: „ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წავიდა. მამაჩემი. იმდენი იბრძოლა, იმდენი, მაგრამ სიკვდილთან ყველანი უძლური ვართ. როგორ მეშინოდა, რომ ეს დღე დადგებოდა…“ – წერს სანაია.

1,451 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ […]

1,756 წაკითხვადევი ჭანკოტაძე, ჩემი მეგობარი, სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ნიკა მელიას ჰკითხეს, დევი ჭანკოტაძე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, ის უკვე საარჩევნო კამპანიას ატარებდა და რატომ შეიცვალა მისი კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით. „დევი ჭანკოტაძე არის ძალიან დამსახურებული საქართველოს მოქალაქე, გენერალი, […]

2,035 წაკითხვაონლაინ სწავლებამ ახალი ტენდენცია გამოკვეთა. უხამსი ლექსიკა და ლექტორის შეურაცხყოფა. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდები ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას სავარაუდოდ, უნივერსიტეტიდან გარიცხავენ.  დანარჩენების ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს. სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოძიებას უკვე მიმართა.  რუსთავი2

1,169 წაკითხვასამედიცინო პერსონალის დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი გეგმიური ანალიზის დროს დაუდგინდა. სოფელ უდეში ინფიცირების პირველი შემთხვევაა, ინფიცირების წყარო კი უცნობია. ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების მოძიება დაიწყეს. კორონავირუსზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – მოხეს, ჭეჭლას და აფიეთის მცხოვრებლებს გამოიკვლევენ. rustavi2

2,466 წაკითხვანაციონალების მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: „რა სხვაობაცაა ორი პრეზენტაციის წამყვანებს – ზეკლასის ზალიკო უდუმაშვილსა და მათხოჯ ირაკლი კობახიძეს შორის, აი ეგ სხვაობაა ნაცმოძრაობა/გაერთიანებულ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის. Bidzina Kaput! მითქვამს მე ps Nanuka Zhorzholiani ეჭვიც არ მეპარება. პირველი ტური. დავამთავრე ლაპარაკი.“

1,613 წაკითხვა თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართული ოცნების“ 1500 ლარიანი ექსპერტები ისე გადაეფარნენ სააკაშვილს, როცა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ადეკვატურად ირეაგირა მის გამოხტომაზე, უნდა მიხვდეს დემოკრატიული ოპოზიცია რომ სწორ გზაზე დგას. დიახ, სანიტარული დერეფანი გვჭირდება ბოროტების ორ მხარესთან – ივანიშვილთან და სააკაშვილთან.“