742 წაკითხვა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება: კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ […]

468 წაკითხვასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის და შექმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, რომ პატარა ქვეყანამ საერთაშორისო სასამართლოში თავისი სიმართლე დაამტკიცოს. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მეორე დოკუმენტი აქვს ქვეყანას, რომელიც მეტად გაამყარებს ქართველების, საქართველოს, ქართული ჯარის, დაზარალებულებისა და სამოქალაქო პირების სიმართლეს. „ჰააგის სასამართლოს პროკურორის, ქარიმ ხანის გადაწყვეტილება გახლავთ მართლაც ისტორიული საქართველოსთვის […]

761 წაკითხვაომის პარტიის {ნაციონალური მოძრაობის} განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.”- განაცხადა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. „ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ […]

948 წაკითხვაამ მიმართვას დავიწყებ საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებული რამდენიმე თეზისით: ტერიტორიული პრობლემების მქონე საქართველოს, ნატოს რიგებში არ მიიღებენ, მაგრამ დასავლეთი ამ თემას საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემების გასაღრმავებლად გამოიყენებს; რუსეთთან მუდმივი ჭიდილი ნატოს თემის გამო, საქართველოს დანგრევის პირს მიიყვანს; რუსეთს ჩვენი რეგიონში ნატოს შემოსვლას არასოდეს არ მოითმენს; აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის ნეიტრალური სტატუსის განხილვა და რუსეთთან აქტიური დიალოგი. ეს თეზისები დღეს […]

460 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს. „გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული […]

328 წაკითხვარამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას აეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ ქართული მხარე რაიმე ტიპის სანქციის დაწესებას არ აპირებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. „დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, ოკუპაცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ არის და დღესაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, საქართველოს […]

483 წაკითხვა„ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო. ჩენ ვდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები“– წერს ტვიტერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

531 წაკითხვაუკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში. 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. საქართველოს საელჩო, კიევი: +380 […]

710 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტუნის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ: „თუ დასავლეთმა და ამერიკამ დროულად და ეფექტურად არ იმოქმედა, ეს ყოველივე პუტინს შერჩება ისე, როგორც შერჩა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ვინმემ უნდა შეაჩეროს შეშლილი, რომელსაც მსოფლიოს გადაყლაპვა სურს. აქ პრობლემა მარტო უკრაინასა და საქართველოში არ არის, პუტინი დაუპირისპირდა მთელ ცივილიზებულ […]

813 წაკითხვადაუძახეთ ახლა მიშელს და ჩამოიყვანეთ ერთი, ჩამოიყვანოს ბატონმა, ბადრი ჯაფარიძემ მიშელი, სად არის?, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. ნინო ბურჯანაძის თქმით, დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტით „ქართული ოცნება“ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაციას ახდენს, ხოლო ოპოზიციურ ამომრჩეველში კი ნიჰილიზმს ზრდის. „გავიგე, რომ „ლელო“ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ლელოს“ მხრიდან უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა არჩევნებზე, ადამიანურიც, ემოციურიც, ფინანსურიც. ისედაც 3 თუ […]