2,624 წაკითხვა რაც დღეს მთავარი არხის ანონსში გავიდა, მორიგი მავნებლობა და დეზინფორმაციაა. მერამდენედ უნდა ამხილონ ეს არხი ტყუილების ტირაჟირებაში. მთავარი არხის გავრცელებულ ანონსის კადრებში კარგად ჩანს და იკითხება ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ სარემონტო სამუშაოები გულუას 8 ნომერში დაიწყება. მეგობრებო, ალბათ ყველამ კარგად იცით, განსაკუთრებით ჟურნალისტებმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა და, მათ შორის, მინისტრის ვახტანგ გომელაურის სამუშაო კაბინეტიც გულუას […]

3,165 წაკითხვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ეკა ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში სასოწარკვეთილ პოსტს აქვეყნებს… როგორც ჩანს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსები საფრანგეთს აღარ გააჩნია და სამედიცინო პერსონალს უწევს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება – ვინ დატოვოს ცოცხალი და ვინ – არა… „მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი ხდება ! განადგურებული ფილტვები, 40 წლის პაციენტებით გადაჭედილი რეანიმაცია! 65 წლის ასაკიდან უკვე იძულებულები ვართ ხელოვნურ სუნთქვაზე უარი ვუთხრათ! დაიცავით თვით […]

6,413 წაკითხვამივმართავ საქართველოს ხელისუფლებას! ორადორი რამ გევალებათ: 1. აღასრულოთ საგანგებო მდგომარეობა ბოლომდე! 2. დაიცვათ თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალური, ეკონომიური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება რამდენადაც ეს შესაძლებელია. გარდა იმისა რომ ვერც ერთს ვერ ახერხებთ, საპირისპიროთი ხართ დაკავებული და კვლავ პოლიტიკური ანგარიშსწორების რეჟიმში მუშაობთ! სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს თქვენს ქმედებას თუ გააზრებულ უმოქმედობას ზუგდიდში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, როცა თქვენ თავად შეუქმენით ახალგაზრდებს […]

7,275 წაკითხვა„პოსტკრიზისულ პერიოდში ჩემთვის პირადად, ის რაც სავალუტო ბაზარზე ხდება, საკმარისი იქნებოდა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო,“- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია. როგორც პაპავა აცხადებს, საბანკო, სავალუტო სისტემას გადარჩენა უნდა […]

1,301 წაკითხვარუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს შესთავაზა, მორატორიუმი გამოაცხადონ სანქციებზე იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამის შესახებ მან „დიდი ოცეულის“ ლიდერების ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა. „არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში შეიქმნას ე.წ. მწვანე დერეფნები, რომელიც თავისუფალი იქნებოდა სავაჭრო ომებისგან და სანქციებისგან, მედიკამენტების, სურსათის, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ურთიერთმიწოდებისთვის“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა. პუტინის თქმით, დიდი ოცეულის ქვეყნებმა […]

5,737 წაკითხვალეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის მორატორიუმს ხელისუფლების მიმართ: „ახლა ვინც ამას საკუთარ თავზე მიიღებთ, ყველამ მაპატიეთ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, დაქცევა, მიტაცება, დათხრა, დარბევა, შიმშილი, სიღატაკე. სიცრუე, წაბილწვა, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული და ვაი, რომ განუკურნებლად, სამუდამოდ. ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი გრიპით წელიწადში […]

2,121 წაკითხვაძალიან კარგი და მისასალმებელია ხელისუფლების მხრიდან კორონავირუთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ასევე, სწორად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მარნეულსა და ბოლნისის რაიონში მკაცრი საკარანტინე პირობების ამოქმედება, მაგრამ ასევე ბევრი თემაა რომელიც სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, ცნობილი მოწოდება ,,დარჩი სახლში” ჩემთვისაც მისაღებია და მოსახლეობამ აუცილებლად უნდა შეასრულოს,მაგრამ, ისმის ლოგიკური კითხვა – რით ირჩინოს თავი მოსახლეობამ? ადამიანებს რომელთაც არანაირი დანაზოგი […]

2,148 წაკითხვა„ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე „სირცხვილიას“ აქტივისტის ნოდარ რუხაძის პოსტი გააზიარა და მიაწერა: „დეზინფორმაცია კლავს!“, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაუკომენტარა სიტყვებით „ახლა მიხვდა ლომჟარია“. „რეზონანსმა“ გაარკვია, რომ ეს ფეისბუქ-ანგარიში მართლაც პრეზიდენტს ეკუთვნის, ხოლო ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ“, – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ფეისბუქზე დასცინა? „რამდენიმე დღის წინ ფეისბუქ გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ ნოდარ რუხაძის ფოტო გამოაქვეყნა სიტყვებით […]