1,490 წაკითხვაბერძნულ ტელეკომპანიაზე, Open TV-ზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არცერთი პაციენტი არ ჰყავს. ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ჩართო ევგენია კოტანიდი, რომელიც საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარეა. „ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ საქართველოში ვიმყოფებით და ძალიან სწორად თქვით, ამ დროისთვის გვყავს მხოლოდ 110 (დღეს ეს რაოდენობა 115-მდეა გაზრდილი – რედ.) ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ამასთანავე, უნდა […]

1,971 წაკითხვასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე მმართველი გუნდის შესახებ წერს ფეისბუქში: „ეს არის გუნდი, რომელიც შეკრა ბატონმა ბიძინამ. მეამაყება ჩვენი გუნდის თითოეული წევრის თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა კოვიდის წინააღმდეგ. რაც მთავარია, არ ხდება მოსახლეობის განსხვავება პოლიტიკური მრწამსის მიხედვით. ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქე. ყველაფერს ვერ დავწერ, კეკლუცობაში ჩამეთვლება და დავემსგავსები ზოგიერთებს, რომლებიც მსოფლიოს განსაცდელს პოლიტიკური და პირადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად […]

1,945 წაკითხვამარინა ეზუგბაიას განცხადებით, თერჯოლაში მცხოვრები, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, მათთან არ მკურნალობდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა ამ პირს თავიდანვე ტესტი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ის შესაძლო შემთხვევებში არ შედიოდა, რადგან მოგზაურობის ისტორია ან დაავადებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონდა. „მოგვმართა ჩვენ ამ პაციენტმა. ეს პაციენტი თავისი კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდა შესაძლო შემთხვევას. მასთან მოხდა მდგომარეობის შეფასება, დიაგნოზის დასმა, შესაბამისი დანიშნულების […]

1,982 წაკითხვამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, […]

2,160 წაკითხვაკომპანია „თბილისის მიკროავტობუსი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ: „მოგახსენებთ, რომ ქვეყნაში, კორონავირუსის COVID19 – ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის მიკროავტობუსებითაც. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ […]

1,781 წაკითხვაინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო ლეტალური შედეგი აუცილებლად იქნება, მაგრამ მაჩვენებლები ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. „ჩემი პროგნოზით ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები. როდის დამთავრდება […]

824 წაკითხვაCNN-ის წამყანს ქრის ქუომოს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა ძმამ, ნიუ-იორკის გუბერნატორმა დაადასტურა. „ეს რთული დროება კიდევ და კიდევ უფრო რთულდება დღითი დღე. ახლახანს გავიგე, რომ კორონავირუსი მაქვს. იმედი მაქვს ჩემს შვილებს და კრისტინას არ გადავდე, თორემ ეს დაავადებაზე უარესი იქნება“, – დაწერა წამყვანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ნიუ-იორკის გუბერნატორმა კი აღნიშნა, რომ „ეს ვირუსი ყველას ათანაბრებს“: „ეს ვირუსი ყველას ათანაბრებს. […]

3,987 წაკითხვაკრიზისმა აჩვენა, რომ ინსტიტუციური წესრიგის პირობებში ხელისუფლება გახდა ფუნქციონალური და გახარიას აღმოაჩნდა გადაწყვეტილებების მიღების და მათზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარები. ეს მონაპოვარი უნდა იქნას შენარჩუნებული. ამ მიზნით, თუ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს სახელმწიფო ინტერესებზე, მან კრიზისის გადალახვის შემდეგ უნდა გაიწვიოს პირადად მასთან აფილირებული ყველა მინისტრი და მისცეს გახარიას საკუთარი სამთავრობო გუნდის ფორმირების საშუალება. გაანეიტრალოს მასთან აფილირებული ყველა ინტერეს-ჯგუფი. მოიგებს ყველა […]

2,075 წაკითხვაჩვენ ქართველები ვგავართ იტალიელებს, ლაღი ხალხი ვართ, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის? იგივე დაგვემართებოდა ჩვენ, რომ არა სამთავრობო ვერტიკალი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც-პროექტი COVID 19” განაცხადა. მისივე თქმით, მთელი ვერტიკალი, დაწყებული ექიმებით და დასრულებული მთავრობითა და პრემიერ-მინისტრით, ეპიდემიის […]