2,169 წაკითხვაათონელის რეზიდენციასთან ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ აქციას მართავს. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ გიორგი ანწუხელიძის ფოტოები. ასევ პლაკატები წარწერებით: „ირანული მთავარ შანდალი“, „მთავარსარდალო“ ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ“. აქციის მონაწილეებმა „პრეზიდენტის პოლიტიკურ გარდაცვალებას“ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტი გამოვიდეს და საჯაროდ […]

3,916 წაკითხვა„ქართული ოცნება“ მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის იმედზეა, მას ხალხში მხარდაჭერა, დიდი ხანია, აღარ აქვს“- აცხადებს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში. რცხილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს: „ვფიქრობ, ივანიშვილისთვის ეს პარტია ახლა ბალასტი უფროა. ალბათ სჯობს, დაშალოს „ოცნება“ და ახალი ძალა შექმნას, ე. წ. „ძველი გვარდიის“ დახმარებით. გამოაცხადოს, რომ მან ჩამოიცილა „სოროსელები“, […]

33,105 წაკითხვა„საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ იდეურად მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს“, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსთა შვილების გამოჩენას – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ბურჯანაძის, სანიკიძის, ბოკერიას, ბერძენიშვილის შვილები პოლიტიკურ ოლიმპს უტევენ – ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება. […]

4,368 წაკითხვა„რაც ქვეყანაში ხდება, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ნიშნები. ბოლო ხანს მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში და ექოსავით ისმოდა აქა-იქ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მთელ საქართველოს მოედება“ – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. „აღარ მოვყვები ყველა იმ უბედურებას, რაც შემდგომ გადავიტანეთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უპირველესად, პოლიტ-ელიტის […]

1,925 წაკითხვაადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარ ლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან. „თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან […]

1,306 წაკითხვაიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დიპლომატების შუამდგომლობით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრა, არანაირი კონკრეტული შეთანხმებით არ დასრულებულა, თუმცა ორივე მხარე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს. როგორც წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს საკითხი, ხომ არ გვემსჯელა იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ერთი ნახევარი იყოს, არა ერთმანდატიანი მაჟირიტარული, არამედ მრავალმანდატიანი. „ამ საკითხზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ ვიმსჯელებთ. სხვა მხრივ […]

1,982 წაკითხვადედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტართა გარკვეული ჯგუფი კატეგორიულია. „მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების […]

2,264 წაკითხვა„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელის ცალკეული კომპონენტები უნდა განიხილოს, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. როგორც ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წინადადება უნდა წარმოადგინოს. „დღევანდელ შეხვედრას შეგვიძლია დავარქვათ „ქართული ოცნების“ იძულება დიპლომატიური კორპუსის […]

1,875 წაკითხვაქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძე. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კახა კალაძე არის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი. „კალაძე არის თბილისის საუკეთესო წარმატებული მერი. იგი ძალზედ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქალაქში, არის მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი ქვეყანაში, […]

2,053 წაკითხვაფილმ „მანდარინები“-ს რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ზაზა ურუშაძე 53 წლის იყო. multimedia.ge უსამძიმრებს ზაზ აურუშაძის ოჯახსა და მეგობრებს.