1,910 წაკითხვა„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მასშტაბური შეკრება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას მიეძღვნება. „ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარესზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და […]

1,919 წაკითხვავხედავ საფრთხეს ხელისუფლების სრული უსუსურობის, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტის, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, — ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა საპროტესო აქციებზე ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას. გიორგი მარგველაშვილი პროცესებს ხელისუფლების გამოუცდელობას უკავშირებს. „ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ ტელევიზიით მაინც რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში […]

2,169 წაკითხვა„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა. სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის […]

1,512 წაკითხვასაფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის „გრუ-ს“ 15 აგენტი, რომლებიც ელიტარული – 29155 დანაყოფის წევრები არიან, 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის ბაზად იყენებდნენ. 15 აგენტს შორის არიან […]

1,868 წაკითხვარუსეთში ვიზიტად მყოფი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუდენკომ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით: „განხილულ იქნა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. რუსეთის მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ნორმალიზაციის სურვილი, ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში უფრო საპასუხისმგებო მიდგომა გამოავლინონ რუსეთთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. საქართველოში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ხაზგასმით […]

2,187 წაკითხვაზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გავრცელებული ონფორმაციით, ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძება – შენახვას გულისხმობს.

2,043 წაკითხვამინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებელს, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს. იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან ხელფასს. ასლან აბაშიძე იყო ასეთი, რომელიც გაიქცა ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში, თან წაიყვანა სულ ოთხი, თუ ხუთი ადამიანი. ციხეში ჩატოვა გენერალი დუმბაძე რომელიც კბილებით იცავდა მას და ასრულებდა ყველა უკანონო ბრძანებას. სამაგიეროდ მერე გამოაგზავნა სპეციალურად თვითმფრინავი და წაიყვანა თავის ძაღლი “ბასმაჩი”. ივანიშვილს თავის ზებრა […]

2,649 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაპირისპირებებზე “კურიერის” კითხვებს არ პასუხობს. სალომე ზურაბიშვილმა არც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა. “ეს არ არის თქვენი საქმე” – ასე მოკლედ უპასუხა პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალების საქმეზე “კურიერის”  ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. სალომე ზურაბიშვილის ჩაწერა “რუსთავი 2”-ის გადამღებმა ჯგუფმა გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილი საღამოს შემდეგ სცადა. რუსთავი2

1,870 წაკითხვამოკლედ ვერ მოიწყენ ამ კრეტინიზმის შემხედვარე. ჯერ თავი მთელ საზოგადოებად გამოაცხადეს. მერე ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნეს, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადადის. მერე ამ უტყუარი წანამძღვრებიდან გამოიტანეს დასკვნა,რომ ხელისუფლების დამხობა არამარტო საჭირო, არამედ აუცილებელია. თანაც ყველას ემუქრებიან-სახელმწიფო მოხელეებს,პოლიციელებს-გრძელი მეხსიერება გვაქვს და ყველას გაგებინებთ პასუხსო და მერე ისევ პოლიციას მოუწოდებენ მათი უმსგავსო ქმედებებისგან გაცოფებული მოქალაქეები. სოსო მანჯავიძე  

1,857 წაკითხვასახელმწიფო – კორპორაცია არ არის! სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტარიუმი პრინციპულად გასხვავდება კორპორაციის მართვის ინსტრუმენტარიუმისგან!  რატომ??! სახელმწიფოს და კორპორაციას სხვადასხვა ამოცანები აქვთ გადასაწყვეტი და ამ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტისათვის სულ სხვადასხვა მიდგომებია(სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტებია) საჭირო. კორპორაციის მმართველის (ანუ უმაღლესი მენეჯერის) მენტალიტეტი დიამეტრალურად განსხვავდება სახელმწიფოს მართვისათვის აუცილებელი მენტალიტეტისაგან და პროფესიული ცოდნისაგან, რადგან სახელმწიფო მართვა პროფესიულ პოლიტიკურ მიდგომასა (რაც კორპორაციაში არ არსებობს) და […]