2,556 წაკითხვასაზარელი მკვლელობა ცაგერში. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება პოლიციელებს შორის. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი სამართალდამცველებს გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა. მესამე დაჭრილი ამ დრომდე […]

2,842 წაკითხვაამ ტუტუც პოლიტისტებლიშმენტს ჰგონია, რომ ივანიშვილი 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში. სინამდვილეში ივანიშვილი ხელისუფლებაშია 2004 წლიდან. ამ დროიდან მისი გაწერილი გეგმით იმართება საქართველო. ჯერ სააკაშვილი ჰყავდა მთავარ მენეჯერად. მოწესრიგდა საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო სისტემები, რომლის გამართულად მუშაობისთვის ივანიშვილმა არა მარტო ფინანსური რესურსები ჩადო, არამედ ყველაფერი მისი მომზადებული კონკრეტული გაწერილი პროგრამით გაკეთდა. ამით შესაძლებელი გახდა მასობრივი კორუფციის აღმოფხვრა. თუმცა ელიტარული კორუფცია […]

3,375 წაკითხვა„როგორ იქნება მომავალ წელს ამ დროს: ბიძინა – რუსეთში კალაძე– ციხეში გახარია–ციხეში გომელაური–ციხეში მათიკაშვილი– თავის სამრეცხაოში ოხანაშვილი–მდინარაძე–თალაკვაძე და ეგეთები სადმე კლერკებად. ვის გაახსენდება საერთოდ. ღარიბაშვილი–სადმე ბიძინას ქონების ყარაულად ფარცხალაძე –ციხეში ჩვენი ბუნჩულა პრემიერი ბახტაძეც სავარაუდოდ ციხეში. (ნუ გაგიკვირდებათ, ბულკივით კი იყო, მაგრამ მგონი არაერთი მილიონი გააყოლა ხელს). ენძელა – ჯიგარია და სადაც გაუსწორდება იქ. თადუმაძე– ან ციხეში ან სასწავლებლად […]

1,979 წაკითხვა„მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია“, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში  განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილმა ბევრი რამ დააშავა და ბევრიც გააკეთა. „ის ხალხი მეძახის უპრინციპოს, რომელიც, როცა მე ჯალალედინს ვეძახდი სააკაშვილს, მაშინ სააკაშვილის მხარეს იყოს. ენები დაიმოკლონ და ღირსებაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. უღირსობა რატომ იქნებოდა იცით? მე რომ დამალულად მივსულიყავი. […]

1,677 წაკითხვა„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება. როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა. „ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი. გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა […]

2,390 წაკითხვა„პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღეთ, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს. კობერიძის განცხადებით, „დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას არ ელაპარაკება. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება მმართველი პარტიისთვის ყველაზე მომგებიანია. „თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის მორალური უფლება არანაირად არ გააჩნდათ, რომ თავისი მმართველობის […]

2,363 წაკითხვასაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა! ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების „შეურაწყოფააო“! ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?! ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ „რაზბორკებსა“ ჰგავს?! არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს […]

1,273 წაკითხვაპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბოკერიას პარტიიდან დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი. დღეს პარლამენტი მუშაობს, სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები და აქციის დაშლის ფონზე სესიის ჩატარება ქმნის უხერხულობას, თუმცა, კიდევ უფრო ცუდი საყურებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების ქმედებები. „ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში […]

2,109 წაკითხვა„ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დილით აქცია მშვიდობიანად დაიშალა. ქანთარიას თქმით, აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?!“– აღნიშნა ქანთარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა […]