319 წაკითხვასირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით საქართველომ ისინი მინიმალურ ფასში იყიდა თავის დროზე. „სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკ“-ის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და […]

602 წაკითხვაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6990 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8921 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ […]

264 წაკითხვადასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრინციპში ვერაფერს შეცვლის და მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”, – აღნიშნა პესკოვმა. რამდენიმე დღის წინ, […]

193 წაკითხვაკასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით – რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. კითხვაზე გულისხმობს თუ არა დავით კეზერაშვილს, ვოლსკი პასუხობს, რომ მას გულისხმობს. კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო […]

368 წაკითხვავხედავთ, როგორ არ ჩამოდის სცენიდან სააკაშვილი, მსოფლიოში საქართველოზე მის გამო საუბრობენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემა არის ნიმუში იმისა, როგორი „ავადმყოფია არა სააკაშვილი, არამედ სახელმწიფო“. „აღტაცებული ვარ, ეს ერთი ადამიანი, როგორ ქმნის თავისი თავისგან პოლიტიკოსს და ანგარიშგასაწევ ძალას. მისი ავადმყოფობა და ციხეში ყოფნაც კი, საავადმყოფოში ყოფნაც […]

265 წაკითხვაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 იანვრამდე საქართევლოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0,+5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

257 წაკითხვასაქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია დედასთან, მანანა არჩვაძესთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, მისი თქმით, ეს ყველაფერი მალე იურიდიულ ფორმას მიიღებს. “არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა.მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე,ყველა ზღვრებს გადავიდა. ვისაც ჩვენი ოჯახისათვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს. არანარი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს, იურიდიულ სახესაც მიიღებს […]

290 წაკითხვამეგონა, რომ რაღაც მორალი, ადამიანობა, ზნეობა მაინც გვაერთიანებდა – განაცადა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ “ფორმულა-ს ეთერში ჩართვისას, როდესაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე. ჭოხონელიძე მხარს უჭერს, რომ ორივე მათგანი შეიწყალოს პრეზიდენტმა და გათავისუფლდნენ.  

274 წაკითხვა82 წლის ასაკში გარდაიცვალა პელე. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა მისმა ოჯახმა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სან პაულუში, ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ის წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადებას ებრძოდა  

140 წაკითხვამგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე  – წერს კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორი ნინო ნადირაძე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეზე. “125 პატიმარი ჰყავსო “ვივამედს” მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე. 2019 წლიდან გარდაცვლილია 19 პაციენტი. რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა. მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი […]