510 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტიის საარჩევნო სახელწოდება იქნება „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ კენჭისყრაზე, პარტიას საარჩევნო ნომერი – 20 მიენიჭა. პარტიის ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატად პირადად იქნება წარდგენილი. პარტია საარჩევნო კანპანიას მომავალი კვირიდან იწყებს.    

732 წაკითხვადედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მათი მხრიდან გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვის გამო, რომელმაც დედაქალაქის დასუფთავების პროცესი შეაფერხა, არაერთი შეტყობინება მიიღო – საზოგადოება გამოთქვამდა მზაობას, რომ დედაქალაქის დასუფთავებაში მიეღო მონაწილეობა. „მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მწერდა პირადად, წერდნენ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ურეკავდნენ ჩემს […]

943 წაკითხვა„პროვოკატორების ადგილი ქუჩაშია და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“- აცხადებს ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კვოტით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრების დღის წესრიგი, მხოლოდ პარტიული დირექტივის შესრულებაა და არა „ცესკო“-ს განვითარებაა. „დღეს, „ცესკო“-ს წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება გამართეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება გასაუბრების შესახებ, კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით და […]

1,355 წაკითხვაწლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში უცვლელ პრაქტიკას წარმოადგენს „ენმ“ და „ევროპული საქართველოს“ მავნე რიტორიკა და დესტრუქციული აქტივობები, “– ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ლილუაშვილი და „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი მაია ხარაძე ავრცელებენ: „დღეს „ცესკო“-ს წევრების მიერ გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება. ოპოზიციის წარმომადგენლები და „ცესკო“-ში მათი […]

833 წაკითხვავიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა. „მე, პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში […]

695 წაკითხვა„ნაცმოძრაობამ“ ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა – ნებისმიერი საკითხი, ეხება ეს ვალუტის კურსს, პანდემიას, ფაროსანას, თუ სხვა ვითარებას, თუნდაც ადამიანების გარდაცვალებას, გააფთრებით ცდილობენ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. „არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სტრატეგია შეცვალა. 2014 წლიდან მოყოლებული მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა ლაპარაკი და […]

690 წაკითხვაცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, განცხადებები, რომელიც გაკეთდა, აჩვენებს იმედგაცრუებას. „თითოეული განცხადება, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს თუ რამდენად იმედგაცრუებულები […]

344 წაკითხვაჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული. რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს. „აქვე მინდა, ვისარგებლო […]

387 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია. „უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული […]

744 წაკითხვაპარტია ,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, პარტიის მთავარმა კომიტეტმა და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააყენეს ჩემი კანდიდატურა და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისის მერობისათვის ვიბრძოლებ. დიახ, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვინაიდან ჩვენი ქალაქი იმსახურებს რეალურ ცვლილებებს უკეთესობისკენ, აცხადებს გიორგი ლაღიძე.  „მედიაპრესმა“ პარტიის ლიდერს რამდენიმე კითხვა დაუსვა: ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მიგეღოთ მონაწილეობა იმ დროს, როდესაც სამი […]