„ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და არ ერთვებიან გასაუბრების პროცესში, სამაგიეროდ აკეთებენ არასერიოზულ განცხადებებს“

1,433 წაკითხვა

წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში უცვლელ პრაქტიკას წარმოადგენს „ენმ“ და „ევროპული საქართველოს“ მავნე რიტორიკა და დესტრუქციული აქტივობები, “– ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ლილუაშვილი და „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი მაია
ხარაძე ავრცელებენ:

„დღეს „ცესკო“-ს წევრების მიერ გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება.

ოპოზიციის წარმომადგენლები და „ცესკო“-ში მათი წევრები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საარჩევნო ოლქებში წევრებად ინიშნებიან არა, პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ ახლობლობითა და ნაცნობობით.

ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და არ ერთვებიან გასაუბრების პროცესში, სამაგიეროდ აკეთებენ არასერიოზულ განცხადებებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არჩევნების დროს არაერთხელ ჰქონდათ პრეტენზია „თავისუფალი სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ სხდომებზეც, თუმცა ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, რომ წარმოედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები, ეს არ/ვერ გააკეთეს, რაზეც პირადად ჩვენ,როგორც კომისიის სხდომებზე, ისე მედიასაშუალებებით გავაკეთეთ განცხადებები, რომ დაუშვებელია მხოლოდ ყურით მოთრეული არგუმენტებისა და დაუსაბუთებელი ვარაუდის დონეზე საოლქო კომისიის წევრობის მსულველთა წინააღმდეგ გაჟღერდეს აბსურდული ბრალდებები. სამწუხაროდ დღესაც ასე ხდება და ყველასთვის მისაღები გასაუბრების იდეა და ინიციატივა მხარდაჭერის გარეშე დატოვეს.

როგორც ჩანს მათი მიზანია საარჩევნო ადმიანისტაციის დისკრედიტაცია და მეტი არაფერი,“- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

Next Post

„აუცილებლად უნდა ვახსენო ცესკოს ორი „მარგალიტი“, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები“ - დავით ჩიხელიძე

შაბ აგვ 7 , 2021
1,433 წაკითხვა„პროვოკატორების ადგილი ქუჩაშია და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“- აცხადებს ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კვოტით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრების დღის წესრიგი, მხოლოდ პარტიული დირექტივის შესრულებაა და არა „ცესკო“-ს განვითარებაა. „დღეს, „ცესკო“-ს წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება გამართეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება გასაუბრების შესახებ, კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით და […]