ბაიდენის განცხადება და კრემლის პასუხი

616 წაკითხვა

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, არ შეიძლება, რომ ვლადიმერ პუტინი დარჩეს ხელისუფლებაში. ამ საკითხზე ჯო ბაიდენმა 26 მარტს, ვარშავაში ყოფნისას განაცხადა.

„დიქტატორი, რომელიც ცდილობს, აღადგინოს იმპერია, ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი, სისასტიკე არასდროს შეამცირებს მათ ნებას, იყვნენ თავისუფალნი. რუსეთი ვერასდროს მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში. თავისუფალმა ხალხმა უარი თქვა სიბნელესა და უიმედობაში ცხოვრებაზე. ჩვენ სხვანაირი მომავალი გვექნება, უფრო ნათელი მომავალი. დემოკრატიული პრინციპებით, იმედით აღსავსე, წესიერებით და ღირსებით განათებული, თავისუფალი და შესაძლებლობებით აღსავსე. ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მოგვიანებით თეთრის სახლის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა ბაიდენის ამ სიტყვებზე და თქვა, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება.

„პრეზიდენტის აზრი ის იყო, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის [ბაიდენი] არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ბაიდენის ამ კომენტარს უკვე გამოეხმაურა კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც თქვა:

“ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი, რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ”– თქვა პესკოვმა.

Next Post

უკვე პირდაპირ, მაღალი თანამდებობის პირი მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, საკუთარ ტერიტორიაზე, სამხედრო შეტევა დაიწყოს

კვი მარ 27 , 2022
616 წაკითხვა,,შემაშფოთებელია ის განცხადებები, რაც დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებისგან ისმის საქართველოს მიმართებაში. “ ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ. როგორც ფოჩხუა წერს, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო 2008 წელს და რაღაც არ მახსენდება ვინმეს ჩვენს გამო ომი დაეწყოს. ამ მოწოდებას კი ჩვენი მხრიდან საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს! […]

შესაძლოა მოგეწონოთ