„კრიმინალმა შეადუღაბა ისინი თუ „უფროსი ძმის“ სინდრომი შეეყარა ზელენსკის, რის გამოც ზემოდან გვიყურებს“ – ნანა კაკაბაძე

როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა ნაცებმა დაარწმუნეს, რომ ელჩის ცუდი მუშაობის შედეგად, ვერ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს დაბომბვა და შემდეგ ჩამოშლა, რაც მათ მისცემდა საშუალებას, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, იმავე მომენტიდან, ქვეყნის საერთაშორისო სანქციებთან სრულად მიერთების, მოხალისეების გაგზავნისა საქართველოს თვითმფრინავით და რუსებისათვის მეორე ფრონტს გახსნისა – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, სხვა ახსნა არა აქვს მსოფლიოში არსებულ 200 სახელმწიფოს შორის მხოლოდ საქართველოდან ჯერ ელჩის „საკონსულტაციოდ“ გაწვევას, ხოლო შემდეგ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„რა აკავშირებს ზელენსკის ნაცებთან და სააკაშვილთან? უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი ჯერ „საკონსულტაციოდ“ გაიწვია, მერე თანამდებობიდან გაათავისუფლა და ხვალ შეიძლება დააპატიმროს კიდეც.

როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა ნაცებმა დაარწმუნეს, რომ ელჩის ცუდი მუშაობის შედეგად, ვერ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს დაბომბვა და შემდეგ ჩამოშლა, რაც მათ მისცემდა საშუალებას, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, იმავე მომენტიდან, ქვეყნის საერთაშორისო სანქციებთან სრულად მიერთების, მოხალისეების გაგზავნისა საქართველოს თვითმფრინავით და რუსებისათვის მეორე ფრონტს გახსნისა.

სხვა ახსნა არა აქვს მსოფლიოში არსებულ 200 სახელმწიფოს შორის მხოლოდ საქართველოდან ჯერ ელჩის „საკონსულტაციოდ“ გაწვევას, ხოლო შემდეგ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ახალი ელჩი კი მისი აზრით ამ ყველაფერს პირნათლად შეუსრულებს.
ისე, მართლა საინტერესოა, რატომ დადო უკრაინის ხელისუფლებამ ამხელა ფსონი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე? მართლა კრიმინალმა შეადუღაბა ისინი თუ ახალი „უფროსი ძმის“ სინდრომი შეეყარა ზელენსკის, რის გამოც ზემოდან გვიყურებს და მისი მითითებების რა უგულებელყოფის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლების დასჯას ცდილობს“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…