„კატასტროფაა ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს“ – ირაკლი კობახიძე

595 წაკითხვა

მარგველაშვილი უკრაინაში არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

კობახიძის თქმით, კატასტროფაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს “ასე დაიკნინებს”.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და გასაჯაროვდა კიდეც, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და შემდეგ ამაზე ირიბად მანაც ისაუბრა. ის არის გაგზავნილი სააკაშვილის მიერ, დაფინანსებულია მათ შორის სააკაშვილის მიერ, კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება. შესაბამისად, მარგველაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის, ნახეთ, როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ არის პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც ბუნებრივად არის ამ დელეგაციის ლიდერი და მარგველაშვილი არის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს და რაც არის ეგ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იპნ

Next Post

„აზოვის“ ბატალიონი რუსული კოლონის განადგურების ამსახველ ახალ ვიდეოს ავრცელებს

სამ აპრ 19 , 2022
595 წაკითხვა„აზოვის“ ბატალიონმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან თავს უკრაინული ძალები რუსულ სამხედრო კოლონას მარიუპოლში. დრონით გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენებია ექვსი მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელიც მარიუპოლის „მეტალურგების გამზირზე“ მოძრაობს. ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრიან უკრაინელი ჯარისკაცები კოლონის მიმართულებით. ამის შემდეგ კადრში ჩანს, როგორ იწვიან რუსული მანქანები, რომლებზეც სიმბოლო “Z”-ია გამოსახული. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ისვრიან უკრაინელი ჯარისკაცები ხელყუმბარებს რუსი ჯარისკაცების […]

შესაძლოა მოგეწონოთ