„ნაცებო“ ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ. სად არის ჩემი „ხაბე“? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც და აქ? აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე სამადაშვილი იყო პირი, რომელიც ბრიუსელში დადიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.
„მინდა გამოვეხმაურო, მარგალიტები რომ გვყავს რადიკალურ ოპოზიციაში – სალომე სამადაშვილი, გადავირიე! ქალი იყო ევროკავშირში ელჩი, აი, ვინც ის დანიშნა… ხელმოცარული რომ არის, რატომ დავარქვი დიპლომატი, 2008 წელს, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო, სახლ-კარი წაგვართვა, ხალხი დაგვიხოცა და ერთ სახელმწიფოს ვერ დაეწესებინა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ არის ხელმოცარული ელჩი, ახლა კი მივხვდი რატომაც ყოფილა – „იზვესტიათი“ იწყებს დილას, რუსულ პრესას ვკითხულობ და იქ თქვენზე წერიაო, რუსულ პრესაში ჩვენზე კარგს როგორ დაწერენ? გაგიჟდები რა, ეს არის ჩვენი ოპოზიცია, აი, სამადაშვილი. ეს რომელია იცით? თავისივე კოლეგებმა რომ ამხილეს, სამნიძემ და ქალბატონმა დეკანოიძემ, აი, ეს იყო, ვინც ევროკავშირში დადიოდა, ბრიუსელში, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამბობდა, კანდიდატის სტატუსი არ მივცეთ ახლაო, რადგან „ქართული ოცნება“ მიიწერს და ხელისუფლებაში ისევ ესენი დარჩებიანო. ამ მორალით, ამ ღირსებით, ამ მიდგომით უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, იცის ქართველმა ხალხმა ამათი ხელწერა, ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან დამსახურებულად.